11 დეკემბერს ბეშიქთაშის სტადიონთან ასეულობით ადამიანი შეიკრიბა. მოსახლეობამ ტერაქტის შედეგად გარდაცვლილ პოლიციელებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს პატივი მიაგო და პოლიციის დეპარტამენტიდან სტადიონმდე მსვლელობა მოაწყო. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას უსაფრთხოების ზომების გაძლიერებისკენ მოუწოდეს.
ტერაქტის შედეგად დაღუპულ პოლიციელებს პატივი პოლიციის შენობაში მიაგეს. დაკრძალვა რელიგიური ტრადიციების სრული დაცვით გაიმართა.
სტამბოლის ერთერთი სამედიცინო კლინიკიდან მოსახლეობას სიტყვით თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მიმართა და აღნიშნა, რომ ამ ტერაქტის შედეგად ქვეყანაში კიდევ უფრო გამკაცრდება უსაფრთხოების ზომები და არავის უნდა შეეპაროს ეჭვი იმაში, რომ ქვეყანა ბოლომდე გააგრძელებს ბრძოლას ტერორიზმთან. ჩვენ უკან არ დავიხევთ და ლაჩრებს უკან დავახევინებთ.
სტამბოლში მომხდარი ტერაქტის საქმეზე გამოძიებას ამ დროისთვის 12 ადამიანი ჰყავს დაკავებული. სამართალდამცავები მომხდარში ქურთების ტერორისტულ ორგანიზაციას ადანაშაულებენ.
მასალის გამოყენების პირობები






