სტამბოლში 10 დეკემბერს მომხდარი ტერაქტის შედგად გარდაცვლილთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა. მათ შორის 30 პოლიციის თანამშრომელია. დაჭრილია 166 ადამიანი.
პოლიციის ინფორმაციით, გამოძიების წინასწარი მონაცემებით ცხადი ხდება, რომ ტერაქტების ორგანიზება ქურთთა შრომის პარტიის ტერორისტებმა მოახდინეს.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა კატეგორიულად დაგმო ტერორისტების თავდასხმა პოლიციელებზე და დღვანდელი დღე ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა.

გუშინ გვიან საღამოს, სტამბულში ,,ბეშიქთაშის“ სტადიონთან აფეთქება საფეხბურთო მატჩის დასრულებიდან 2 საათში მოხდა. ერთმანეთ ადგილობრივი ,,ბეშიქთაში“ და ,,ბურსასპორტი“ ხვდებოდა. თურქეული მედიის ცნობით, გულშემატკივრები ამ დროსთვის სტადიონზე აღარ იმყოფებოდნენ.
მოგვიანებით მეორე აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. თურქეთის შს სამინისტროც ცნობით, დანაღმული ავტომობილი დისტანციური მართვის პულტის მეშვეობით ააფეთქეს.
მასალის გამოყენების პირობები






