ბელორუსის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, ბელორუსების ეროვნული ღირსების შელახვისთვის სამი ბლოგერი, იური პავლოვეცი, დიმიტრი ალიმკინი და სერგეი შიპტენკო დააკავეს. მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 130-ე მუხლითაა აღძრული, რომელიც ეროვნული, რასობრივი და რელიგიური შუღლის გაღვივებას ითვალისწინებს.
სამივე მათგანი ფსევდონიმებით სხვადასხვა საიტებზე აქვეყნებდა პოსტებს, რომლის შინაარსიც ბელორუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ძალოვანი სტრუქტურების ტენდენციურ და ირონიულ კონტექსტში მოიხსენიებდა. ეს ბლოგერები წერდნენ, რომ "ბელორუსი დასავლეთისკენ მიდის", "ხელისუფლება პროდასავლურ და ანტირუსულ პოლიტიკას ეწევა" და სხვ.
საგამოძიებო კომიტეტს ბლოგერების ანტიბელორუსული განწყობის დასადასტურებლად რამდენიმე ციტატაც მოჰყავს:
"ბელორუსულ ენას შანსი არ აქვს, იგი არავის სჭირდება, გარდა გაგიჟებულ, შეუმდგარ სახელმწიფოს, რომელიც მიისწრაფვის ისევე წაიმტვრიოს კისერი მაიდანის მსგავს მოვლენებზე, როგორც მათმა მეზობლებმა წაიმტვრიეს".
"სტალინმა ბელორუსიზაციის მიმართულების ხალხი გაანადგურა და ეს პროცესი შეაჩერა, მაგრამ გაუნადგურებელი პოლიცაები და მათი შვილიშვილები კვლავ ცდილობენ თავისი შავი საქმის გაგრძელებას."
მასალის გამოყენების პირობები






