29 ადამიანი დაიღიპუა სტამბოლში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად. აქედან 27 პოლიციის თანამშრომლელია, ორი კი რიგითი მოქალაქე. 166 დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. აფეთქება სტამბოლში ბეშიქთაშის სტადიონზე, ,,ვოდაფონ არენაზე“ მოხდა.
თუქეთის შს მინისტრის განცხადებით, თავდასხმის სამიზნე პოლიციელები იყვნენ. მისი სიტყვებით, 10 ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.
ქვეყნის პრეზიდენტის რეჯებ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, ტერორისტების მიზანი იყო, მსხვერპლი რაც შეიძლება დიდი ყოფილიყო.

გუშინ გვიან საღამოს, სტამბულში ,,ბეშიქთაშის“ სტადიონთან აფეთქება საფეხბურთო მატჩის დასრულებიდან 2 საათში მოხდა. ერთმანეთ ადგილობრივი ,,ბეშიქთაში“ და ,,ბურსასპორტი“ ხვდებოდა. თურქეული მედიის ცნობით, გულშემატკივრები ამ დროსთვის სტადიონზე აღარ იმყოფებოდნენ.
მოგვიანებით მეორე აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. თურქეთის შს სამინისტროც ცნობით, დანაღმული ავტომობილი დისტანციური მართვის პულტის მეშვეობით ააფეთქეს.

ჯერ-ჯერობით არცერთ ტერორისტლ დაჯგუფებას არ აუღია თავის ავზე სტამბოლში მომხდარი ტერაქტი. არსებობს ეჭვი, რომ ტერაქტი ,,ისლამური სახელმწიფოს“ ქურთი ბოევიკების ორგანიზებული იყო.
2016 წელს თურქეთში უკვე მერამდენე ტერაქტი მოხდა. თავდასხმის ძირითადი სამიზნე ანკარა და სტამბოლია.
20 აგვისტო - ჰაზიანტეპში, სადაც სულ ცოტა 30 ადამიანი დაიღუპა, თავდასხმა ისლამური სახელმწიფო მიერ იყო ორგანიზებული.
29 ივლისი, სტამბულის აეროპოსტი, დაიღუპა 41 ადამიმანი. ორგანიზებული იყო ISIS-ის მიერ.
7 ივლისი, სტამბოლი. აფეთქების შედეგად 7 პოლიციელი და 4 რიგითი მოქალაქე დაიღუპა. პასუხისმგელობა ტერაქტზე ქურთების რადიკალურმა დაჯგუფებამ აიღო.
19 მარტი, სტამბოლი. სავაჭრო ცენტრში თვითმკვლელმა ტერორისტმა 4 ადამიანის სიცოცხელე შეიწირა, აფეთქება ISIS-იმ განახორციელა.
13 მარტი, ანკარა. ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქებას 34 ადამიანი ემსხვერპლა. პასუხისმგებლობა ქურთების რადიკალურმა დაჯგუფებამ აიღო.
17 თებერვალი, ანკარა. სამხედრო მოსამსახურეების ავტობუსზე თავდასხმის შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა. აქაც პასუხისმგებლობა ქურთების რადიკალურმა დაჯგუფებამ აიღო.
12 იანვარი, სტამბოლი. ბომბის აფეთქების შედეგად 11 გერმანელი ტურისტი დაიღუპა. აფეთქება სირიის დაჯგუფებამ განახორციელა.
მასალის გამოყენების პირობები






