ლევან დავითაშვილი ვაშინგტონში გამართულ ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაციას დაესწრო
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:56, 10 Dec, 2016     1704
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აშშ-ში საქართველოს დესპანთან, გიორგი ციკოლიასთან ერთად ვაშინგტონში გამართულ ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაციას „გამარჯობა საფერავო“ დაესწრო. ქართული ღვინის საღამო ამერიკა-საქართველოს ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.

აშშ-ში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს პარტნიორი კომპანია „ქართული ღვინის სახლი“, მიმდინარე წლის დეკემბერში, მართავს ქართული ღვინის პოპულარიზაციის აქციას „გამარჯობა, საფერავო“ (Well, Hello Saperavi), რომლის ფარგლებშიც მთელი თვის მანძილზე ვაშინგტონში, სხვადასხვა ღვინის სპეციალიზირებულ სავაჭრო ობიექტებში, ბარებსა და რესტორნებში ქართული ღვინის, კერძოდ, „საფერავის“ დეგუსტაციების სერია გაიმართება. აქციის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება საფერავის სხვდასახვა ნაირსახეობა - ქვევრის საფერავი, ნახევრადტკბილი, ახალი ვაზის საფერავი, საფერავი როზე და სხვა. დეგუსტაციებს ღვინის პროფესიონალები, სომელიეები და უბრალოდ, ქართული ღვინის დამფასებლები ესწრებიან.

ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინისთვის პოტენციურად მზარდი საექსპორტო ბაზარია. დღეისათვის, ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით, აშშ-ში აქტიურ მარკეტინგულ ღონისძიებებს ახორციელებს და მათ გაგრძელებას მომავალშიც გეგმავს. მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 294 ათასამდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 27%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42