რას უმზადებს მამლის წელი ქართველ პოლიტიკოსებს- მიხეილ ცაგარელის პროგნოზი
ეს საინტერესოა - 16:21, 10 Dec, 2016     13013
როგორი იქნება მომავალი 2016 წელი ქართველი პოლიტიკოსებითსვის და რას უმზადებს მამალი მათ, ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში საუბრობს:

კახი კალაძე არის ცხენის წელში დაბადებული. ვერ ვიტყვი, რომ გადასარევი წელიწადი იქნება მისთვის, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ცუდი. მას წარმატების შანსი 5-ქულიანი სისტემიდან აქვს 3-ზე. განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ ცუდსაც ვერ ვიტყვი.

ირაკლი კობახიძე არის სასწორი და ამიტომ მისთვის ძალიან კარგი წელიწადია თავის გამოსავლენად. 5-ქულიანი სისტემით წარმატების შანსი არის 5 ქულიდან 4-ზე.

გიორგი კვირიკაშვილი კირჩხიბია და თხის წელიწადში დაბადებული. აქაც მიმაჩნია, რომ 5-ქულიანი სისტემით 3 ქულაზე აქვს წარმატების შანსი.

გიორგი ვოლსკი არის მამლის წელიწადში დაბადებული თხის რქა. წელიწადი კარგი აქვს. შეუძლია, იაქტიუროს და წარმატებული ლიდერი გახდეს თავის ჯგუფში. ეს წელიწადი მისთვის, საერთო ჯამში, კარგია.

გიორგი მარგველაშვილი ქალწულია, მამლის წელიწადში დაბადებული. მისთვის ეს წელი იქნება ძალიან კარგი. იგრძნობს იმ ენერგიას, რომელსაც მისი მშობლიური მამალი აძლევს და იქნება ძალიან შემტევი ხასიათის მატარებელი.

დავით ნარმანია თხის წელიწადში დაბადებული თევზებია. რომ ვთქვა, გადასარევი წელიწადი ელის, არა. ყოველ შემთხვევაში, მიმაჩნია, რომ ფრთხილად უნდა იყოს.

გიგა ბოკერია ვირთხის წელიწადშია დაბადებული. ცუდი არ არის ეს წელიწადი, გარკვეული შესაძლებლობები მას აქვს. თუმცა წლის დასაწყისი უკეთესია, ვიდრე წლის მეორე ნახევარი, რადგან უფრო სირთულეები ელის. ამიტომ ძირითადი საკითხები ჯობია, პირველ ნახევარში მოაგვაროს.

დავით ბაქრაძე ვირთხის წელიწადში დაბადებული კირჩხიბია. მომავალ წელს რაიმე დიდი წარმატება არ ელის. მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მას პოლიტიკაში გაცილებით მეტის მიღწევა შეეძლო, მაგრამ, სამწუხაროდ, თავისივე არასწორი პოზიციის შედეგად შეცდომები დაუშვა და ამიტომ დღესდღეობით ერთ ადგილს ტკეპნის, როგორც პოლიტიკოსი, განვითარების კუთხით. ასე თუ გააგრძელებს, იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი არაფრით გამორჩეული ლიდერი, ცოტა უკანა პლანზე გადავა. მთავარი ლიდერი კი, სააკაშვილთან ერთად, მაინც ბოკერია იქნება.

ეკა ბესელია არის ტახის წელიწადში დაბადებული მორიელი. ჩემი რჩევა იქნება, რომ თებერვლის ბოლომდე რაც შეიძლება ნაკლები ილაპარაკოს, ნაკლებად გამოჩნდეს ეკრანებზე იმიტომ, რომ ეს წელიწადი ცოტა რთული აქვს და შეიძლება, ბევრი შეცდომა დაუშვას. მე ახლაც არ ვურჩევ მას გამოჩენას, რადგან შავი მთვარე გადის მის ზოდიაქოს ნიშანზე და შეიძლება ისეთი რამ ათქმევინოს, ან ისეთ ქუდში ამოაყოფინოს თავი, რასაც წინასწარ ვერ ხვდება. მაგრამ თებერვლის შემდეგ ის იგრძნობს, რომ მისი ენერგეტიკა, მისი შესაძლებლობები სტაბილურდება და ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ბესელიას დაეწყება ვარსკვლავური დრო, როდესაც გამარჯვების პლანეტა იუპიტერი მორიელში გადმოდის. აქედანვე მზად იყავით, რომ შეიძლება ბესელიამ სერიოზული წინსვლა განიცადოს 2017 წლის ოქტომბრის ბოლოდან. უახლოესი 1 წლის განმავლობაში, ან 2018 წლის ნოემბრის ბოლომდე, არ არის გამორიცხული, რომ პრემიერ-მინისტრის სავარძელსაც გამოჰკრას ხელი.

ირმა ინაშვილი ძაღლის წელიწადშია დაბადებული, ამიტომ სამართლიანობის ელემენტი მასში, ბუნებრივია, ძალიან ძლიერია. ზოდიაქოთი კირჩხიბია და მთლიანობაში მიმაჩნია, რომ ეს წელი კარგი ექნება. შესაძლებლობები მას სასიკეთო ექნება, მაგრამ ვარსკვლავური დრო ნოემბრიდან დაეწყება. ანუ ნოემბრიდან უფრო მეტს მიაღწევს, მის სიტყვას უფრო მეტი ძალა ექნება, მისი რეიტინგი თანდათან მოიმატებს და ის უფრო სერიოზული და წონადი ფიგურა გახდება პარლამენტში და ჩვენს პოლიტიკაში. მანამდე ცოტა საშუალო პერიოდია ურთიერთობებისა და წინსვლის კუთხით.

თამარ ჩუგოშვილი დრაკონის წელიწადში დაბადებული ლომია. რაღაც წარმატებები ელის, ის შეინარჩუნებს თავის პოზიციებს. თუმცა, არ მიმაჩნია, რომ თამარ ჩუგოშვილი ის პოლიტიკოსია, რომელიც საქართველოს სწორ გზაზე გაიყვანს.

სანდრა რულოვსს, სამწუხაროდ, მაიმუნმაც ვერ უშველა, მიუხედავად იმისა, რომ ამ წელიწადშია დაბადებული. გასაგები მიზეზების გამო, მან პრაქტიკულად ვერ მოიგო ის თამაში, რომელიც სჭირდებოდა. მომავალ წელს მას საერთოდ არ ვურჩევ პოლიტიკაში ყოფნას. დავიწყოთ იქიდან, რომ მისი პირადი ჰოროსკოპი არ ამბობს, რომ ის აუცილებლად პოლიტიკაში უნდა იყოს და რატომ მოხვდა საერთოდ პოლიტიკაში, ჩემთვის ესეც გაურკვეველია. შემთხვევითი მოთამაშე მგონია. მას აქვს ერთი წელიწადი, რომ მშვიდად მიხედოს საქმეებს, რადგან 2018 წელი მისთვის უმძიმესი წელი იქნება. ის შეიძლება სერიოზული დანაკარგების წინაშე აღმოჩნდეს, ამიტომ 2017 წელი სჯობს, იმ საქმეების შესასრულებლად გამოიყენოს, რომელიც პოლიტიკის მიღმა აქვს დასახული, რადგან 2018 წელმა მშვიდად გაიაროს და სერიოზული პრობლემების წინაშე არ დადგეს. მე მას არ ვურჩევ პოლიტიკაში ჩართვას, რადგან შეიძლება ძალიან ცუდად დაამთავროს. არ გამოვრიცხავ ციხესაც.

მიხეილ სააკაშვილი თხის წელიწადში დაბადებული მშვილდოსანია, ამიტომ ვურჩევ, დროულად წავიდეს და ერთი წელი მაინც დაისვენოს პოლიტიკისგან, რადგან სერიოზული პრობლემების წინაშე არ დადგეს, რაც მშვილდოსანს ნამდვილად ელის. ყველა მშვილდოსანს ვურჩევ, რომ მომავალ წელს, რაც შეიძლება შორს იყვნენ პოლიტიკისგან. მაქსიმალურად ნაკლები ილაპარაკონ და იაქტიურონ. რადგან ან იტყვიან ისეთ რამეს, ან სერიოზულ შეცდომებს დაუშვებენ, რომ საციხოდ გაიხადონ თავი. მამლის წელი მშვილდოსნებისთვის ყველაზე ცუდი წელია.

გიგი უგულავა კატის წელიწადში დაბადებული ლომია. არ აქვს ცუდი წელიწადი, თუმცა ციხიდან გამოსვლას ვერ ვივარაუდებთ, რადგან კატა უშლის ხელს. კატისთვის მაინცდამაინც არ არის კარგი წელიწადი.

ირაკლი ალასანია წავიდა, დაისვენა და ჩემი აზრით, რომ კარგიც ქნა. მიმაჩნია, რომ ერთი წელიწადი არ უნდა გამოჩნდეს პოლიტიკურ ცხოვრებაში. სამაგიეროდ, 2018 წელს ძალიან ძლიერი და ვარსკვლავური დრო აქვს ალასანიას, განსაკუთრებით მეორე ნახევარი. იქ შეიძლება გამოჩნდეს სულ სხვანაირი და საინტერესო ალასანია.

დავით უსუფაშვილმა მიიღო ძალიან სერიოზული გადაწყვეტილება. შარშან ვთქვი, რომ მომავალი წელიწადი მისთვის გარდამტეხი იქნებოდა, მან უნდა მიიღოს ძალიან სერიოზული გადაწყვეტილება, მისი ადგილი „რესპუბლიკურ პარტიაში“ არ არის და თუ მიიღებს წინადადებას სამთავრობო სტრუქტურებიდან, თუ უნდა, რომ განვითარდეს, როგორც პოლიტიკოსი, აუცილებლად უნდა მიიღოს ეს წინადადება. ერთი ნაბიჯი მან უკვე გადადგა, ახლა მეორე ნაბიჯი აქვს გადასადგმელი. თუ ამ ნაბიჯს გადადგამს, გაცილებით ბევრს მოიგებს. მაგრამ, რომ გითხრათ, ასტროლოგიური კუთხით, დიდად წარმატების წელიწადი აქვს, არა.

პლანეტარული წყობა გვამცნობს, რომ აუცილებლად უნდა გამოჩნდეს ვიღაც ახალი, ვიღაც საინტერესო და ვიღაც არაორდინარული. ანუ ეს ის პიროვნებები იქნებიან, რომლებზეც აიგება უკვე შემდგომი არჩევნებისთვის გარკვეული ჯგუფები, პარტიები. სწორედ ამიტომაც არის მომავალი წელი საინტერესო, რომ აქ უნდა გამოჩნდნენ ახალი სახეები, რომლებსაც ჩვენ მართლა არ ვიცნობთ.


წყარო პრაიმტაიმი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42