რუსეთი აშშ-ის არჩევნებში ჩაერია - ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს სკანდალური დასკვნა
მსოფლიო - 11:58, 10 Dec, 2016     11532
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (CIA ) მიიჩნევს, რომ აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთი ფარულად ჩაერია, იმისთვის რომ დონალდ ტრამპი დაწინაურებულიყო. CIA -ს კონფიდენციალურ შეტყობინებასთან დაკავშირებით ინფორმაციას The Washington Post-ი სამთავრობო წრეებში მყოფ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით სააგენტომ გამოავლინა რამდენიმა პირი, რომლებიც დაკავშირებულნი არიან რუსეთის ხელისუფლებასთან და რომლებიც დემოკრატიული პარტიის შტაბის და ჰილარი კლინტონის ელექტრონული ფოსტის მასალებს WikiLeaks-ს აწვდიდნენ.

ამერიკის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გუნდი CIA-ის ინფორმაციას უარყოფს, მათ მუშაობას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ აღნიშნული ანგარიში წარმოადგინეს იგივე ადამიანებმა, „რომლებიც ამბობდნენ, რომ სადამ ჰუსეინს მასობრივი განადგურების იარაღი ჰქონდა“.

მანამდე, წარმომადგენელტა პალატის წევრებმა ელაია კამინგსმა და ერიკ სუოლუელმა კონგრესში კანონპროექტი შეიტანეს, რომელიც ითვალისწინებდა დამოუკიდებელი კომისიის შექმნას იმისთვის, რომ გამოძიებულიყო რუსეთის ხელისუფლების როლი იმ კიბერშეტევებში, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელდა. კომისიამ, რომლის შემადგენლობაშიც 12 ადამიანი იქნება, როგორც რესპუბლიკელებიდან ასევე დემოკრატებიდან, მუშაობის შედეგი შექმნიდან წელწად ნახევრის ვადაში უნდა წარმოადგინოს.

აშშ-ის არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა რუსეთი მოქმედი პრეზიდენტის ბარაკ ობამას ადმინისტრაციამაც. საქმე დემოკრატიული პარტიის შტაბზე განხორციელებულ კიბერშეტევას ეხებოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42