ქართული კალათბურთის ვარსკვლავმა ვლადიმერ ბოისამ ღვინის წარმოებაში გადაინაცვლა. ბოისამ მეღვინეობა 2014 წელს შალაურში მეგობრის ოთარ ბრაგვაძის უძველესი მარნის რეაბილიტაციით დაიწყო. ორი წლის თავზე კი პროდუქცია ბრენდირებულია - Boisa Brandy and Wine. ბოისას ღვინო საუკუნოვან ქვევრებში რქაწითელისა და საფერავის ჯიშის ყურძნისგან ტრადიციული მეთოდით მზადდება. ამასთანავე Boisa Brandy and Wine კონიაკსა და არაყსაც აწარმოებს. ვლადიმერ ბოისას თქმით ბრენდი Boisa V.S.O.P განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით, ხარისხით და ფერით გამოირჩევა.
კომპანიას ღვინის ჩამოსასხმელად ბოთლები და საცობები სლოვენიიდან ჩამოაქვს. ბოისამ პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებით ხელშეკრულებები უკვე გაფორმდა ქსელებთან SPAR-სა და E. Leclerc- თან. Boisa-ს ღვინო საქართველოში „ღვინის გალერეაში“, „ღვინომანიაში“, „ალკორიუმში“, რესტორან „ტიფლისსა“ და კლუბ „ელ სენტროში“ იყიდება.
ვლადიმერ ბოისა შალაურის მარანში აგროტურისტული ცენტრის გახსნას გეგმავს.




მასალის გამოყენების პირობები






