2017 მამლის წელი - როგორ უნდა შეხვდეთ, რა ჩაიცვათ და რა მოამზადოთ
ეს საინტერესოა - 19:56, 31 Dec, 2016     52324
ახალი წელს ახალი მოლოდინები და იმედი მოაქვს, ამიტომ ადამიანები განსაკუთრებულად ემზადებიან ამ დღესასწაულის შესახვედრად.
რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს ოცნებებს და მოლოდინებს ახდენის მეტი შანსი მივცეთ. ამასთან დაკავშირებით ასტროლოგები რამდენიმე რჩევას იძლევიან.

მომავალი 2017 წლის სიმბოლო აღმოსავლური კალენდრის მიხედვით ცეცხლოვანი მამალია და მისი თვისებები, სიმპათიები და ანტიპათიები მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავენ იმ მოვლენების ხასიათს, რომელიც მომავალი 12 თვის განმავლობაში მოხდება. ამიტომ საუკეთესო სტრატეგია იქნება ის, რომ მამალს შესაბამისად დავხვდეთ, რათა ის კმაყოფილი იყოს და ჩვენ საქმიანობაში და წამოწყებებში ხელი შეგვიწყოს.

სად უნდა შეხვდეთ ახალ წელს?

ცეცხლოვანი მამალი უპირატესობას ოჯახურ ტრადიციებს ანიჭებს. ამიტომ ახალ 2017 წელს უმჯობესია სახლში, ოჯახურ წრეში და ახლობლებთან ერთად შეხვდეთ. შეგიძლიათ იხმაუროთ, ოღონდ ეს ღრეობაში არ უნდა გადავიდეს.

რა უნდა ჩაიცვათ?

ახალი წლის შესახვედრად საუკეთესო ფერთა გამა წითელი და ოქროსფერია. არ გაგიტაცოთ დეკოლტემ და გამჭვირვალე ქსოვილებმა - ასეთი იმიჯით ტყუილად ეცდებით მამლის ყურადღების მიქცევას. ქალების სამოსი უნდა შედგებოდეს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელისგან და კოქტეილის დახვეწილი კაბისგან, რომელიც იქნება წითელი, ყვითელი, ან პასტელურ ოქროსფერ ტონებში. აქსესუარებიდან უპირატესობა ოქროს და მარგალიტის სამკაულებს მიანიჭეთ. მამლის წელს მამაკაცებიც დახვეწილი სამოსით, პიჯაკით და კლასიკური შარვლით უნდა შეხვდნენ, საშინაო ან ყოველდღიური სამოსით ახალი წლის დახვედრა პედანტური მამლის თვალში ამორალურად გამოჩნდება.

როგორ უნდა მორთოთ სახლი?

სახლის მორთულობებიც მამლის წლის ფერებს უნდა შეეხამებოდეს. წითელს და ყვითელს შეგიძლიათ დაამატოთ მწვანე და ლურჯი მორთულობებიც. ინტერიერის მორთულობები ნატურალური მასალისგან უნდა იყოს დამზადებული. თუმცა მამალი არ გაგიბრაზდებათ თუ ბუნებრივი ნაძვის ნაცვლად ხელოვნურს დაახვედრებთ. რაც მეტი განათება და ბრწყინვალება იქნება სახლში, ამით მამალს მით მეტად ასიამოვნებთ. მორთულობებში ჩართეთ მწიფე წითელი ვაშლებიც, ნაძვისხეზე კი საახალწლო ვარსკვლავის ნაცვლად შეგიძლიათ მამლის ფიგურა დაამაგროთ.

რა კერძები უნდა დაახვედროთ მამალს და როგორ უნდა გაშალოთ სუფრა?

ლოგიკურია, რომ ახალი წლის სუფრაზე ფრინველის და კერძოდ ქათმის კერძების დანახვა, მამალს არ ესიამოვნება. უმჯობესია რომ ხორციანი კერძები ცხვრის, ძროხის ან ღორის ხორცისგან დაამზადოთ. მოერიდეთ კვერცხის შემცველი კერძების მომზადებასაც.

მაგიდაზე გადასაფარებელი სუფრა უმჯობესია თუ ნათელ ფერებში, ერთ ტონში იქნება, თუმცა ჭურჭელი შეგიძლიათ მკვეთრი ფერის გამოიყენოთ. მოერიდეთ სუფრაზე პლასტმასის და სინთეტიკის მასალით დამზადებული ჭურჭლის გამოყენებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42