მისი თქმით, ყირიმისა და დონბასის კონფლიქტი ძალიან გაჭიანურდა, რაც ადამიანური ღირებულებების დანაკლისს განაპირობებს, კონფლიქტის მოგავრება კი ყველას ინტერესში შედის. ჯონ კერიმ კონფლიქტში მონაწილე მხარეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა მინსკის ხელშეკრულებუს სრული შესრულებისკენ. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, უკრაინამ ჯანსაღი დემოკრატიზაცია განიცადოს.
„უკრაინის კრიზისი არ არის ერთადერთი პრობლემა, რომლის წინაშეც ვდგავართ. გაყინული კონფლიქტები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ასევე მოლდოვასა და საქართველოში , ართულებს და ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოებას“ - განაცხადა კერიმ.
„ძალიან ბევრ ქვეყანაში, ეუთოს რეგიონშიც, ბოლო დღეებში ვნახეთ ავტორიტარული აზროვნება, რომელსაც თან ახლავს უკუსვლა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, შეზღუდვების დაწესება დამოუკიდებელ მედიაზე და სიძულვილისა და არატოლერანტული შემთხვევების ზრდა” - განაცხადა ჯონ კერიმ.
მასალის გამოყენების პირობები






