ამის შესახებ კალაშნიკოვმა „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
„ისინი მათ უვიზო მიმოსვლას სთავაზობენ, თუმცა მუშაობის უფლებისა და სხვა დანარჩენის გარეშე... ეს ისეთი სატყუარაა, რომელიც მათთვის, ვინც ბინის, განათლებისა და სხვა გადასახადი უნდა გადაიხადოს, არაფერს წყვეტს“ - განაცხადა კალაშნიკოვმა.
დეპუტატმა მოლდოვის გამოცდილებაც გაიხსენა და აღნიშნა, რომელსაც ცოტა ხნის წინ ევროკავშირმა უვიზო რეჟიმი დაუწესა და განაცხად, რომ ეს მხოლოდ ტურისტული ვიზებია, რაც სწორედ სატყუარას წარმოადგენს.
„შეხედეთ მოლდოვას და მის გამოცდილებას. მიანიჭეს უვიზო რეჟიმი, მაგრამ რეალურად ამაში ხომ არ არის სახელმწიფოს ცხოვრების აზრი. მისცემენ მათ უვიზო რეჟიმს, მაგრამ ნუთუ ეს რამეს იძლევა? არა, რა თქმა უნდა. მითუმეტეს, რომ ეს ტურისტული ვიზებია, რომელიც ბევრ ქვეყანას აქვს, მაგრამ არ იძლევა მუშაობის უფლებას“ - დასძინა კალაშნიკოვმა.
მასალის გამოყენების პირობები






