ვაჭარაძე შს მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდებს, იდენტიფიცირებული დამნაშავეები დააკავონ, რადგან მისი თქმით, დაუსჯელობით გათამამებულები ყველას ატერორებენ.
"ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გამოვიდეს და მკაცრად თქვას, რომ სასტიკად დასჯიან ყველას, ვინც ლგბტ ადამიანებზე ნადირობს. სასწრაფოდ უნდა დააკავოთ იდენტიფიცირებული დამნაშავეეები. დაუსჯელობით გათამამებულები ყველას ატერორებენ.
ორშაბათის დილაა, ჯერ 5 ადამიანი ვნახე მხოლოდ და ყველას რაღაც კოშმარი აქვს მოსაყოლი.
აი რა ხდებოდა პარასკევის შემდეგ:
1. ა.-ს შხარასთან საღამოს 17-ში დახვდნენ ბიჭები, თავი მოაჩვენა რომ იყო უცხოელი. არ უშველა. ადგილზე სცემეს ჯგუფურად. ამის შემდეგ, 18-ში ბუკიას ბაღში დაუხვდნენ, თმებზე ცეცხლი წაუკიდეს ჰომოფობიური შეურაცხყოფების ფონზე.
2. "იდენტობას" თანამშრომელ ქალს მაკდონალდსთან ეჯახებოდა ჯიპი, მერე გადმოუხტნენ და ცემასაც უპირებდნენ.
3. დ.-ს და თ.-ს (გოგოებს) ქაშვეთის წინ 3 საათზე გაეკიდა ბრბო, 17-ში. დაიჭირეს. ფეხებს შუა და ზურგზე ურტყავდნენ წიხლებს კაცები.
4. ბ.ს- პოპულში შეასწრო იდენტობას ორმა წევრმა. მხოლოდ ომბუცმენის და ელჩების მისვლის შემდეგ შეძლო პოლიციამ გამოყვანა. წვერი გაპარსეს, პოპულის თანამშრომლის ფორმით გამოაპარეს
5. 18-ში 6 საათისთვის ნ.-ს (ქალი) მგზავრობდა სამარშუტო ტაქსით, მარჯანიშვილის მეტროსთან ჩამოიყვანეს, ქურდულად გაურჩიეს საქმე, ხელი მოუქნიეს დასარტყმელად ორჯერ. პატრულს დაუძახა მაგრამ ეს ჯგუფი გაუშვა პატრულმა, ვერ ვიცნობთო. 17-შიც დაახლოებით იგივე მოუვიდა, დაახლოებით 3 საათისთვის.
6. ზოგადად, [იდენტობას] თანამშრომლებს უჯანყდებიან მეზობლები, ოჯახებში მიდიან და მორალს უკითხავენ. იქცევიან აგრესიულად" - წერს ვაჭარაძე "ფეისბუქში". ის მედიას დახმარებას სთხოვს.
"მასობრივი ტერორი დაიწყო. სანამ ერთს მაინც არ დაიჭერენ, ასე გაგრძელდება" - აღნიშნავს ვაჭარაძე.
მასალის გამოყენების პირობები






