ამის შესახებ კლინტონმა ვაშინგტონში, სენატში გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სოციალური ქსელი „მავნე და ცრუ ინფორმაციის პროპაგანდის ეპიდემიამ მოიცვა“, რაც ზიანს აყენებს არა მხოლოდ მსოფლიოს არა მხოლოდ პოლიტიკური თვალსაზრისით, არამედ ადამიანების სიცოცხლესაც უქმნის საფრთხეს. კლინტონის თქმით, ცრუ ინფორმაციასთან ბრძოლა საჭიროა როგორც სახელმწიფოებრივ დონეზე, ასევე კერძო სექტორშიც.
წინასაარჩევნო პერიოდში კლინონი ცრუ ინფორმაციის მსხვერპლი არაერთხელ გახდა.
ბოლო მსგავსი ინფორმაცია , რომელიც სოციალური ქსელებით გავრცელდა იყო, რომ თითქოს ჰილარი კლინტონი არასრულწლოვანთა ვაჭრობის დანაშაულებრივ ქსელში იყო ჩართული. სწორედ ეს ინფრომაცია გახდა, რამდენიმე დღის წინ თავდასხმის მიზეზი ვაშინგტონის ერთ-ერთ პიცერიაში.
ეჭვმიტანილი აცხადებდა, რომ წაკითხული ინფორმაციის მიხედვით, პიცერიაში დატყვევებული ბავშვების გადარჩენა სურდა.
მასალის გამოყენების პირობები






