ევროკავშირის საბჭო ევროპარლამენტთან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმზე შეთანხმების მიღწევას ოფიციალურად ადასტურებს
მსოფლიო - 14:55, 08 Dec, 2016     1865
ევროკავშირის საბჭო ევროპარლამენტთან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმზე შეთანხმების მიღწევას ოფიციალურად ადასტურებს. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია საუბარი.


„2016 წლის 7 დეკემბერს, მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა დაადასტურა ევროკავშირის საბჭოს სახელით ევროპარლამენტთან შეთანხმებული ტექსტი შეჩერების მექანიზმის განხილვის რეგულაციაზე, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ყველა არსებული ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებებთან მიმართებით. შეთანხმების მიღწევა მოხდა ევროკავშირის საბჭოს, ევროპარლამენტის და ევროკომისიის შორის იმავე დღეს.

შეთანხმება არის დაბალანსებული. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეფექტიანობისათვის და ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის სანდოობისათვის. შეჩერება არ იყო ადეკვატური და ახლა გაუმჯობესდება. ფაქტი, რომ მოხდა შეთანხმება, კარს უხსნის ვიზალიბერალიზაციაზე მოლაპარაკების შემდეგ პროცესს იმ ქვეყნებთან, რომლებმაც ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილეს. დღევანდელი შეთანხმებით, ევროკავშირის თავმჯდომარე სლოვაკეთი ასრულებს თავის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს” - განაცხადა სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა და საბჭოს პრეზიდენტმა რობერტ კალინაკმა.

როგორც ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული, განახლებული რეგულაციის მთავარი მიზანი შეჩერების მექანიზმის გაძლიერებაა . ეს უფრო გაამარტივებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ინფორმირებას იმ გარემოებების შესახებ, რომლებმაც შესაძლოა, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება გამოიწვიონ და ასევე საშუალებას აძლევს კომისიას მექანიზმი საკუთარი ინიციატივით აამოქმედოს და დაავალოს მას ყოველწლიური ანგარიშების გადაგზავნა ევროპარლამენტისთვის და საბჭოსთვის, თუ რამდენად შეესაბამება აუცილებელ კრიტერიუმებს მესამე ქვეყნების სავიზო რეჟიმის მოთხოვნისგან გათავისუფლება.

“ ამას გარდა გაფართოვდა შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფუძველი. კერძოდ, უვიზო რეჟიმი შესაძლოა, შეჩერდეს თუ უვიზო რეჟიმით მოსარგებლე მესამე ქვეყანა რეადმისიის ფარგლებში თანამშრომლობას შეამცირებს ან წევრ სახელმწიფოების შიდა უსაფრთხოების რისკი გაიზრდება” - ნათქვამია განცხადებაში.

შეჩერების მექანიზმის რეგულაცია ევროპარლამენტს გადაეგზავნება, რომელიც პირველი მოსმენით უყრის კენჭს, რის შემდეგაც კვლავ საბჭოს დაუბრუნდება დასამტკიცებლად.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42