განახლებადი ენერგიის განვითარება საქართველოში - პაშა ბანკის მეორე კონფერენცია MEETING ROOM-ის ფარგლებში
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:28, 08 Dec, 2016     1216

6 დეკემბერს სასტუმრო რედისონში პაშა ბანკი პროექტის MEETING ROOM-ის ფარგლებში გაიმართა რიგით მეორე ბიზნეს-კონფერენცია, რომელიც ამჯერად დაეთმო საქართველოში განახლებადი ენერგიის განვითარებას ჰიდროელექტროსადგრურების მაგალითზე.

კონფერენცია ჩატარდა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ESCO) და საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მხარდაჭერით.

MEETING ROOM-ის ამ შეხვედრამ უმასპინძლა ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულ და ასევე ამ სფეროთი დაინტერესებულ მხარეებს. შეხვედრაზე განიხილეს აღნიშნული სექტორის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები, როგორიცაა: ენერგეტიკული და სატარიფო პოლიტიკა; ჰიდროელექტროსადგურის ფინანსირებისთვის ძირითადი მოთხოვნები და საშუალებები; კერძო სექტორის გამოცდილება და გამოწვევები; ბიზნეს ეთიკა და კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა ჰიდროელექტროსადგურის განვითარების პროცესში.

ფორუმზე ზემოთჩამოთვლილ თემებზე ისაუბრეს შემდეგმა სპიკერებმა:

Ø მარიამ ვალიშვილი - საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე

Ø ქეთი სანდროშვილი - ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ESCO) საერთაშორისო და ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი

Ø გიორგი ფანგანი - საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი

Ø გოგა ჯაფარიძე - პაშა ბანკის კომერციული დირექტორი, დირექტორთა საბჭოს წევრი

Ø რადოსლავ დუდოლენსკი - „ჰიდროლეას“ აღმასრულებელი დირექტორი

Ø გიორგი აბრამიშვილი - “Energy Solutions”-ის დამფუძნებელი

Ø რონი სოლბერგი -„აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი

ფორუმის მოდერატორი იყო ქეთი სანდროშვილი, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ESCO) საერთაშორისო და ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი.

“6 დეკემბერს ჩვენ კვლავ ვშევიკრიბეთ MEETING ROOM-ის ფარგლებში, სადაც ამჯერად განვიხილეთ საქართველოში განახლებადი ენერგეტიკის განვითარება ჰიდროელექტროსანდგურების მაგალითზე. ჩვენ 2013 წლიდან ვთანამშრომლობთ ეკონომიკის მრავალ სექტორთან. ენერგეტიკა ჩვენი განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს. ვიმედოვნებთ, რომ კონფერენცია ინფორმატიული იყო ენერგეტიკის სექტორით დაინტერესებული ინვესტორებისათვის. MEETING ROOM-ის პირველი კონფერენციის წარმატების შემდეგ ჩვენ მეტად მოტივირებული ვართ გავაგრძელოთ კონფერენციათა სერია და ვგეგმავთ 2017 წელს კიდევ ორი შეხვედრის მოწყობას,“ – განაცხადა გოგა ჯაფარიძემ, პაშა ბანკის კომერციულმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს წევრმა.

MEETING ROOM პაშა ბანკის მიერ ინიცირებული პროექტია. ეს არის სხვადასხვა ინდუსტრიაზე ფოკუსირებული ბიზნეს კონფერენციების ციკლი, რომელიც ქმნის ახალ პლატფორმას აღნიშნული სფეროების წარმომადგენლებისთვის, სადაც ისინი შეძლებენ იდეების და სასარგებლო გამოცდილების ურთიერთ გაზიარებას.

MEETING ROOM - ის ფარგლებში პირველი კონფერენცია წელს 25 მაისს ჩატარდა და შეხვედრის თემა „სასტუმროების დეველოპმენტი საქართველოში“ იყო. აღნიშნული შეხვედრის მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია და Colliers International.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42