ფეიკის ხელოვნება - როგორ აქციეს დონეცკის ქარხნის არტ-ცენტრი ISIS-ის ბაზად (ფოტო)
მსოფლიო - 18:44, 07 Dec, 2016     6233

აღმოსავლეთ უკრაინელმა პრორუსმა სეპარატისტებმა გაავრცელეს ვიდეო და ფოტო მასალა. სადაც ასახულია უკრაინის არმიის სპეცდანაყოფ "აზოვის" ბაზა, რომელზეც იმყოფებიან ISIS-ის მებრძოლები - "ისლამური სახელმწიფოსათვის დამახასიათბელი ტანსაცმლით და შეიარაღბით სეპარატისტების პოსტში აღნიშნულია, რომ "კიბერბერკუტის" ჰაკერებმა მოიპოვეს წვდომა "აზოვის" ერთერთი მებრძოლის სმარტფონზე და ეს მასალა იქიდან გადმოქაჩეს.

აქვე მოხსენიებული იყო სეპარატისტების ინფორმაცია, თითქოს მათ ქვედანაყოფეფბს ხშირად მოუსმენიათ რადიოეთერში არაბულ, თურქულ და ჩეჩნურ ენაზე საუბრები, აგრეთვე რუსული საუბარი არაბული აქცენტით. "ჩვენი აზრით, კომენტარები ზედმეტია, თავად დარწმუნდით, თუ ვინ იბრძვის ჩვენს წინააღმდეგ," - ნათქვამია სეპარატისტების მიერ გავრცელებულ მასალაში.

აღსანიშნავია, რომ ეს მასალა აიტაცეს რუსულ მედიაში, კერძოდ "Вести.Ru"-მ, "Ридус"-მა, "Ислам сегодня"-მ, ფეიკ-ვიდეო თავიანთ ახალი ამბების გამოშევბებში ჩართეს, ტელეარხებმა "Звезда"-მ და ТВЦ-მ ფეიკი თავის სატელევიზიო ეთერში აჩვენეს, ხოლო სააგენტო Sputnik-მა არაერთხელ გაუშვა ეს მასალა სხვადასხვა ენაზე.

BBC დაინტერესდა ამ მასალით და გამოარკვია, რომ ეს არის სრული სიყალბე. პირველ რიგში გეოგრაფიული ინტერნეტრესურს Wikimapia-ს მეშვეობით მან გამოთვალა, სად იყო ეს ვიდეო გადაღებული და დაადგინა, რომ იგი დონეცკში, სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთი ქარხნის "იზოლაციის" არტ-ცენტრშია გადაღებული. "იზოლაცია" საიზოლაციო მასალებს ამზადებდა. იგი საბჭოური დროიდან არსებობდა. BBC-ს თხოვნით, აქ მომუშავე ადამიანებმა შეისწავლეს ეს მასალა და დაადასტურეს, რომ ყალბი ვიდეო სწორედ ქარხნის საამქროებშია გადაღებული. ეს საამქროები უკრაინის კონფლიქტამდე, ანუ 2014 წლამდე, კომპანია "პრიმას" საკუთრება იყო. ვიდეოსა და სურათებზე ჩანს ინვენტარი, სკამები, პენოპლასტიკური ფილები და სხვა მასალა, რომელიც იქ დარჩა.

ექსპერტები, რომლებიც ასევე გაეცვნენ ამ ფაქტებს, თვლიან, რომ აქ აშკარად ატყვია რუსული სპეცსამსახურებისა და იდეოლოგიური პროპაგანდის ხელი, რისი არაერთი მაგალითიც გვინახავს რუსეთ-უკრაინის კრიზისის დროს.

გთავაზობთ BBC-ის მიერ გავრცელებულ ფოტომასალას, სადაც შედარებულია რეალური და ყალბი მასალები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42