TIME-მა "წლის ადამიანად" დონალდ ტრამპი დაასახელა
მსოფლიო - 17:18, 07 Dec, 2016     2057
გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემამ TIME-მა "წლის ადამიანად" აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაასახელა.



“მის მიმართ წარმოებული ანტიკამპანიის მიუხედავად რესპუბლიკული პარტიის პოპულისტმა კანდიდატმა შეძლო და აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი გახდა. ზოგს ეჩვენება, რომ ის ამერიკაში მმართველი კლასით უკმაყოფილებაზე პასუხია. სხვებს მიაჩნიათ, რომ დონალდ ტრამპი ავლენს რასიზმისა და სექსიზმის ნიშნებს” - წერს გამოცემა.

გამოცემამ "წლის ადამიანი" უკვე 90-ედ დაასახელა. ამ ნომინაციაში იმარჯვებს ადამიანი, რომელმაც წლის განმავლობაში ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა მსოფლიო მოვლენებზე, დადებით თუ უარყოფით კონტექსტში.

გასულ წელს გამოცემამ წლის ადამიანად გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დაასახელა.

"წლის ადამიანის“ ნომინაციის 11 ფინალისტი ასე გამოიყურებოდა:

სიმონა ბაილზი - 19 წლის ტანმოვარჯიშე, ოლიმპიური ჩემპიონი. რიოს ოლიმპიადის ვარსკვლავი.

ჰილარი კლინტონი - ყოფილი პირველი ლედი, ნიუ იორკის სენატორი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი. პირველი ქალი რომელიც აშშ-ის პრეზიდენტობისთვის იბრძოდა.

CRISPR-ის მკვლევარები - ამ მეცნიერებმა შეიმუშავეს ნოვატორული ტექნოლოგია, რომელსაც შეუძლია დნმ- ს შეცვლა.

რეჯეპ ტაიპ ერდოღანი - თურქეთის პრეზიდენტი, მას შემდეგ რაც ივლისში სამხედრო გადატრიალება არ განხორციელდა, ერდოღანმა ქვეყანაში კონტროლი გაამკაცრა და დააკავა პოლიტიკური მოწინააღმდგეგეები, მათ შორის ათასობით სახელმწიფო მოხელე და სამხედრო, დახურა მედიაორგანიზაციები.

ნიგელ ფარაჯი - "გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობის პარტიის” ყოფილი ლიდერი, რომელიც იქცა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის კამპანიის სახედ.

ფლინტელი მამხილებლები - პროფესორმა მარკ ედუარდსმა და პედიატრმა მონა ჰანა-ატიშამ დააზიანეს ქალაქ ფლინტში მდებარე წყლის რეზერვუარი რათა ხელისუფლების და საზოგადოების ყურადღება მოწამლული წყლისა და ეკოლოგიური პრობლემებისთვის მიექციათ.

ბიონსე - მომღერალი, რომელიც აქტიურად იყენებს თავის გლობალურ აუდიტორიას რასობრივი უსამართლობის და პოლიციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ფემინისტური იდეების გავრცელებისთვის.

ნარენდრა მოდი- ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ქვეყანაში მკვეთრი ეკონომიკური რეფორმები განახორციელა.

ვლადიმერ პუტინი - რუსეთის პრეზიდენტი, რომელმაც სხვა მოვლენებთან ერთად თავი იმითაც გამოიჩინა რომ სირიის კონფლიტის მოგვარებაში სამხედრო ძალით ჩაერთო, ასევე მისი მმართველობის ამ წელს აშშ-მ რუსეთს დააკისრა პასუხისმგებლობა დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის სერვერების გატეხვაში.

დონალდ ტრამპი - მის მიმართ წარმოებული ანტიკამპანიის მიუხედავად რესპუბლიკული პარტიის პოპულისტმა კანდიდატმა შეძლო და აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი გახდა.

მარკ ცუკერბერგი - 2016 წელს მისი შექმნილი სოციალური ქსელის „ფეისბუკის“ მომხმარებელთა რაოდენობამ მილიარდს გადააჭარბა და მსოფლიოში ყველაზე გლობალური ქსელი გახდა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42