დონალდ ტრამპი ხშირად ხდება სხვადასხვა გაზეთების მოწინავე სტატიების გმირი, მისი არატრივიალური დამოკიდებულების გამო სატელეფონო დიპლომატიასთან. გავიხსენოთ თუნდაც მისი საუბარი ტაივანის პრეზიდენტთან.
გარდა ამისა, როგორც New York Times წერს, არჩევნების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების მეგობარი ქვეყნების ლიდერები უბრალოდ რეკავდნენ Trump Tower-ში და პერსონალს სთხოვდნენ ტრამპთან დაეკავშირებინათ. რა თქმა უნდა, როდესაც ტრამპი ოვალურ კაბინეტში შევა, ეს ყველაფერი შეიცვლება.
როგორი პროტოკოლური წესები მოქმედებს მსოფლიო ლიდერების სატელეფონო საუბრებისას?
არსებობს გარკვეული წესები, რომლების მიმართულია სხვადასხვა გაუგებრობების, მათ შორის ლინგვისტრური პრობლემების თავიდან ასაცილებლად.

რა თქმა უნდა, "ალო, შეიძლება პრეზიდენტს ვესაუბრო?“ - ასეთ ფრაზას არცერთი ქვეყნის ადმინისტრაციის სატელეფონო მომსახურების სამსახურის თანამშრომელი არასდროს მოისმენს, მეორე ქვეყნის ლიდერისგან.
სახელმწიფოს მეთაური შეიძლება ფიქრობს, რომ იგი ჩვეულებრივი ადამიანივით იღებს ყურმილს და საუბრობს, მაგრამ ამ დრომდე ხაზის მეორე მხარეს მყოფს ათასჯერ ამოწმებენ, არის თუ არა ის დასახელებული პიროვნება. „მე ათი წუთი ვეჩხუბე თეთრი სახლის ტელფონისტ ქალს, რომელსაც არ სჯეროდა, რომ ეს მე ვარ,“ - წერს ჰილარი კლინტონი, 2010 წელს, მისი სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ყოფნის დროს.
იმ დრომდე, სანამ ორი ქვეყნის მეთაური ერთმანეთს ტელეფონით დაელაპარაკება, საქმეში ორივე ლიდერის ადმინისტრაციის თანამშრომლები ერთვებიან.
"თუ ორი მეგობარი ქვეყნის ლიდერები საუბრობენ, პროცედურა გაცილებით მარტივია. ერთი საკომუნიკაციო ცენტრის წარმომადგენელი ურეკავს თავის კოლეგას მეორე ქვეყნიდან და ამბობს, რომ მის ლიდერს მეორე მხარის ლიდერთან საუბარი სურს,“ - აცხადებს ვიცე პრეზიდენტ დიკ ჩეინის თანაშემწე.
თუ ქვეყნებს შორის ურთიერთობა არც თუ ისე მეგობრულია, პროცედურა გართულებულია - შეიძლება საჭირო გახდეს ერთ-ერთი ქვეყნის ელჩის განაცხადი მეორე ქვენის საგარეო საქმეთა სამინისტროში. თანხმობის შემდეგ ორივე ქვეყანა ატანხმებს საუბრის დღის წესრიგს, განგრძლივობასა და დროს,
საუბრის დაწყებამდე ორივე სახელმწიფოს მეთაური ყველა საჭირო ინფორმაციას იღებს საუბრის თემასთან დაკავშირებით. თუ ეს პროტოკოლური ზარია, დოსიე ძალიან მცირე მოცულობისაა: მასში არის ინფორმაცია, თუ ვისი ინიციატივით შედგა საუბარი, მასში შეტანილი იქნება 2-3 საკითხი, რომელიც შეიძლება წამოიჭრას საუბრის დრის და თანამოსაუბრის პირადი ინფორმაცია (მაგ. მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა).
თუ საუბრის თემა უფრო მგრძნობიარეა და ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება, პაკეტი უფრო დიდი მოცულობისა და საუბარს აუცილებლად მოუსმენს ქვეყნების უშიშროების საბჭოს წევრები.

ვინ უსმენს ლიდერების სატელეფონო საუბრებს?
ზოგადად, ორი ქვეყნის ლიდერის საუბარს ბევრი ადამიანი უსმენს - თანაშემწეები, მრჩევლები, თარჯიმნები. საუბარს ორივე ლიდერი მშობლიურ ენაზე წარმართავს. ანგელა მერკელმა შესანიშნავად იცის რუსული, ვლადიმერ პუტინმა - გერმანული, მაგრამ ისინი მაინც საკუთარ ენაზე საუბრობენ.
ეს, როგორც წესი, არა ეროვნული სიამაყის, არამედ იმის გამო ხდება, რომ თავიდან იყოს აცილებული ენობრივი გაუგებრობები და მოსაუბრეს შეეძლოს თავისი მშობლიური ენის ნიუანსების გამოყენება. თავად წარმოიდგინეთ, რა ფილტრში გადიან სახელმწიფოთა მეთაურების თარჯიმნები, სამსახურში აყვანამდე. ადმინისტრაციების წარმომადგენლები ხუმრობენ იმაზეც, რომ ხშირად თარჯიმნებს იმაზე უკეთ ესმით პოლიტიკა და საგარეო ურთიერთობები, ვიდრე ლიდერებს.
„წითელი ტელეფონი“
თუმცა, არსებობს ერთი გამონაკლისი - ეს არის სუპერდაცული ცხელი ხაზი, ე.წ. „წითელი ტელეფონი“, რომელიც ვაშინგტონს და მოსკოვს პირდაპირ აკავშირებს. ეს ხაზი არამარტო სატელეფონო ზარს ახორციელებს, არამედ აგზავნის ტექსტურ შეტყობინებებს, გრაფიკულ გამოსახულებებს.
„ეს არ არის ტელეფონი, ეს სხვა რამეა, ეს აბსოლუტურად ღია ხაზია, რომელიც საშუალებას აძლევს ორი ქვეყნის ლიდერს ნებისმიერ წამს დაუკავშირდესერთმანეთს, რადგან პროტოკოლის დრო არ არის, როდესაც საქმე შეიძლება ბირთვულ რაკეტების გაშვებამდე მივიდეს, ეს ხაზი 1962 წლის „კუბის კრიზისის“ შემდეგ შეიქმნა,” - წერს BBC.
მასალის გამოყენების პირობები






