ქარხნის მუშების ნაწილი საწარმოს წინ საპროტესტო აქციას მართავენ, რის გამოც საწარმოო პროცესი ფეროში გაჩერებულია. საპროტესტო აქციის მონაწილე მუშები ხელფასების 50%-იან ზრდას, ასევე ღამის საათების ანაზღაურების 20%-ით გაზრდას და სოციალური პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
საწარმოს მფლობელი ამერიკული კომპანიის პრესსამხსახურის ხელმძღვანელის მაკა კვარაცხელიას თქმით, კომპანია ულტიმატუმის ენით მოთხოვნების შესრულებას კატეგორიულად ეწინააღდმეგება. როგორც კვარაცხელია ხოლო აქციების გაგრძელების შემთხვევაში, მუშებს განაცდური საათების ანაზღაურება ჩამოეჭრებათ. თუმცა დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ.
მუშების თქმით, ისინი სამუშაოდ მობილიზებული არიან მაგრამ ხელფასი ძალიან მცირეა, რის გამოც იძულებული არიან პროტესტის ფორმას მიმართონ. აქციაზე, დაახლოებით 1500-დან 1700-მდე კაცის გამოსვლას ელოდებიან და აცხადებენ, რომ სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მანამდე პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.
მასალის გამოყენების პირობები






