საქმე იმაშია, რომ თქვენი სანდოობის და თავმდაბლობის დონე დაბალია.
კვლევის დროს რომელიც ლინკოლნის, ლანკასტერის და ჰერთფორშირის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ჩაატარეს, გამოიკითხა 500-ზე მეტი ადამიანი და დადგინდა მათი დამოკიდებულება საკუთარ სმარტფონებთან.
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ iPhone-ის მფლობელებს თავისი ტელეფონი სოციალური სტატუსის განმსაზღვრელ ნივთად მიაჩნით და Android-ის მფლობელებთან შედარებით უფრო ემოციურები არიან.
Android-ის მფლობელები ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებდნენ სიმდიდრეს და სოციალურ სტატუსს და იყვნენ უფრო გულწრფელები და სანდოები.
ამასთანავე კვლევის შედეგად დადგინდა, რომ iPhone-ის მფლობელები საჭიროების შემთხვევაში პირადი სარგებლის გამო არაკეთილსინდისიერ ქმედებაზეც არიან წამსვლელები.
კვლევა ჟურნალ Cyberpsychology-ში გამოქვეყნდა, რომელიც ადამიანის ქცევისა და სოციალური ქსელის ურთიერთდამოკიდებულებებზე წერს.
კვლევის შედეგების მიხედვით, მეცნიერებმა პროგრამა შექმნეს, რომელიც რამდენიმე კითხვაზე მიღებული პასუხის მიხედვით ცდილობს, გამოიცნოს რომელ ტელეფონს ფლობს ადამიანი. პროგრამამ 70-პროცენტიანი წარმატებით დაადგინა, ვის რა ტიპის ტელეფონი ქონდა.
წყარო www.independent.co.uk
მასალის გამოყენების პირობები






