მალტა გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც რეპარატიული თერაპია, ანუ "ჰომოსექსუალიზმისგან განკურნება" აკრძალეს. აღნიშნული თერაპია ადამაინის სექსუალურ ორიენტაციას ჰომოსექსუალურიდან ჰეტეროსექსუალურზე უცვლის.
პარლამენტის მიერ მიღებული კანონის თანახმად, "ადამიანის სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული მიკუთვნების ცვლილება, ჩაკვლა ან განადგურება აკრძალულია და ისჯება ჯარიმით 10 000 ევროს ოდენობით ან/და ერთი წლით თავისუფლების აღკვეთით".
ამავე კანონში აღნიშნულია, რომ არანაირი სექსუალური ორიენტაცია არ შეიძლება ჩაითვალოს როგორც გადახრა ან ავადმყოფობა.
რეპარატიული თერაპია დაფუძნებულია იმ იდეაზე, რომ ჰომოსექსუალიზმი ფსიქიური გადახრის შედეგია. მკურნალობის დროს გამოიყენება სტანდარტული ფსიქოთერაპევტული ხერხები და მკურნალობა სრულიად ნებაყოფლობითია. მალტის გარდა ეს თერაპია აშშ-ს ზოგიერთ შტატშიც აკრძალულია.
მასალის გამოყენების პირობები






