აქცია ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხება, რომელიც უწყებამ საქართველოში 17 მაისის აქციასთან დაკავშირებით გაავრცელა.
"ჩვენ აღშფოთებას გამოვთქვამთ იმ ფაქტის მიმართ, რომ ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრო დიდაქტიკური ტონით გამოეხმაურა 17 მაისს განვითარებულ მოვლენებს და საქართველოს ელჩი ჰოლანდიაში ახსნა–განმარტებისთვის დაიბარა. საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და არცერთი ქვეყნის ხელისუფლებას არ აქვს მორალური და იურიდიული უფლება იმისა, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებში აქტიური ჩარევა მოახდინოს, მითუმეტეს ისეთი საკითხის გარშემო როგორიც ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდაა. საქართველოს და ქართულ საზოგადოებას ჰოლანდიელებისგან განსხვავებით აქვს სხვა ღირებულებათა და ფასეულობათა სისტემა. ამიტომ ყველა სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის ადათ–წესებს, ტრადიციებს და მრწამსს, რომელიც ვერასდროს ვერ იქნება კონფორმისტულად განწყობილი გარყვნილების პროპაგანდასთან", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
აქვე ნათქვამია, რომ ჰოლანდიის მთავრობის მსგავსი განცხადება პლურალიზმის და ტოლერანტობის ჩარჩოებში არ ჯდება, არამედ "იდეოლოგიური ოკუპაციის ძალადობრივი გზით განხორციელებას ჰგავს".
"ასევე გვინდა მივმართოთ საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს, ვისაც მიაჩნია რომ საქართველოში ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა და ლობირება ჰოლანდიის მთავრობის მიერ არ უნდა ხდებოდეს, შემოგვიერთდეს ხვალინდელ აქციაზე", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ევრაზიის ინსტიტუტიც უერთდება.
მასალის გამოყენების პირობები






