ალბანეთი მარიხუანას ყველაზე მსხვილი მწარმოებელი ქვეყანაა ევროპაში. ალბანეთი ღარიბი ქვეყანაა და კანაფის მოყვანა ქვეყნის მოსახლეობისათვის მთავარი შემოსავლის წყაროდ გადაიქცა. შეიძლება ითქვას, რომ მარიხუანა ალბანეთისთვის "მწვანე ოქროა".
ერთი კილოგრამი მზა მარიხუანა ალბანეთში 100-200 ევრო ღირს, მაგრამ ქვეყნის შიდა ბაზარი მწირია და მარიხუანა აქტიურად გადის იტალიაში, საბერძნეთში, მონტენეგროში. შედარებისთვის, იტალიაში 1 კგ მარიხუანას ფასი უკვე 1,5 ათასი ევროა.
არალეგალური ბიზნესის სრული მოცულობა 5 მილიარდი ევროა, რაც ალბანეთის მშპ-ს ნახევარს შეადგენს. ყველაზე ღარიბ ფერმერსაც კი 100 კგ-მდე მარიხუანა მოჰყავს.. შექმნილია დიდი ფერმებიც, რომლებიც მეზობლებს, დაახლოებით 15-20 კაცს ქირაობენ პლანტაციების დამუშავებისა და მოსავლის აღებისათვის.

ამ ყველაფრის საქმის ყურში რა თქმა უნდა ადგილობრივი სამართალდამცავებიც არიან, მარიხუანას მომყვანები მათ შემოსავლის 20%-ს აძლევენ.
მასალის გამოყენების პირობები






