ლუნა, ნარმანიას ,,დახვეწილობის კურსები“ და ოცნების მერობის კანდიდატები
პოზიცია - 12:50, 07 Dec, 2016     22743
ასაკრძალია ეს „რუსთავი 2“, ასაკრძალი, რადგან ჯერ იყო და, „სექსი დიდ ქალაქში“ თუ სხვა მსგავსი, ეროტიკისშემცველი სერიალებით წილხვედრის მოსახლეობა ხომ ლამის გარყვნა. ახლა კი ჩინოვნიკებსა და სამთავრობო უწყებებზე, უბრალოდ, ცუდ კი არა, ზეცუდ გავლენას ახდენს. მოგეხსენებათ, ადამიანს ქვეცნობიერს მიბაძვის უნარი აქვს. ჰოდა, მერიის და საკრებულოს ამ „საწყალმა“ თანამშრომლებმაც, ალბათ, იფიქრეს, მთვარისა-ლუნა მაზიაშვილზე ნაკლებები რით ვართო. ჰოდა, ადგნენ და „დახვეწილობის კურსებზე“ სიარული დაიწყეს. ამიტომაცაა ზემოხსენებული სამაუწყებლო კომპანია მისახურ-დასახურ-გასაცამტვერებელ-დასამიწებელი. „ჩემი ცოლის დაქალების“ სცენარისტ-რეჟისორ-პროდიუსრები კი - ჩამოსახრჩობები. აბა, ეგენი, რომ არა, დავით ნარმანიას თანამშრომლებს, „იქნებოდეს იქნება“, აზრადაც ხომ არ მოუვიდოდათ, გოჭის ხორცის ჭამის, დანა-ჩანგლის ჭერისა და ცხვირში თითის დახვეწილად შეყოფის ტრენინგები ჩაეტარებინათ? ისე, კიდევ კარგი, „ჩემი ცოლის დაქალებში“ სექსის კურსებზეც არაფერია ნათქვამი, თორემ მერე უნდა გენახათ, ნარმანიას ხალხი სექსის კურსებზე სულ როგორი „ლიწინ-ლიწინით“ ივლიდნენ, მერე კი თავს გაიმართლებდნენ, ჩვენ რას გვერჩით, ეს „საზიზღარი“ „რუსთავი 2“ გვაძლევს მეინსტრიმსო. ჰოდა, ქვეყანას, რომლის პოლიტიკური ელიტაც სამართლიანობის აღდეგანს გოჭის ხორცის ჭამის დახვეწით ცდილობს, კარგა ხანს არაფერი ეშველება!


ხუმრობა იქით იყოს და, „დახვეწილობის კურსები“ ნარმანიასთვის შეიძლება, საბედისწერო აღმოჩნდეს და ამას „ნიუპოსტი“ ჰაერზე კი არა, ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ამბობს.

სხვათა შორის, კოკელი დავითის მიმართ როგორც „ნიუპოსტისთვის“ ხდება ცნობილი, ბიძინა ივანიშილის განწყობა და დამოკიდებულება კარგა ხნის წინ შეიცვალა. ახლა, ყოფილ პრემიერს ღიად და პირდაპირ არ უთქვამს, მაგრამ ისინი, ვინც „შუშის სასახლეს“ კვარტალში ორ-სამჯერ მაინც სტუმრობენ, პრივატული საუბრებისას მიანიშნებენ, რომ „ნარმოს“ ბედი გადაწყვეტილია და 2017 წლის ადგლობრივი თვითმართველობის დროს, მერობის კანდიდატობაზე კი არა, მერიასთან გავლაზეც აღარ უნდა იოცნებოს.

ზოგადად, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ნარმანია სკანდალში ეხვევა. „დახვეწილობის კურსებსა“ და „მაიმუნ ვირიშვილომდე“ ერთ-ერთი ყველზე გახმაურებული შარი, რომელშიც თბილისის არჩეული მერი გაეხვა, ჯოკია ბოდოკიას საქმე იყო. მაშინ კულუარებში ითქვა, რომ ბოდოკია, რომელსაც ფინანსური მაქინაციების უნიკალური ნიჭი აღმოაჩნდა, თავის დროზე, ანუ მაშინ, როცა ნარმანიას, როგორც მერობის კანდიდატის საარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა, შტაბში „დვიჟენიობდა“.

„თავიდან ბევრმა არ იცოდა, ეს კაცი ვინ იყო და შტაბში საიდან მოხვდა, მაგრამ მერე ნელ-ნელა გაირკვა, რომ ნარმანიასთან ჰქონდა ურთიერთობა. მაშინ ნარმანია „ოცნების“ მზედ, მთვარედ და გალაქტიკად ითვლებოდა და ამიტომ, ჯოკია ბოდოკიასაც, გვინდოდა და თუ არა, პატივისცემით ვეპყრობოდით,“ - უთხრა „ნიუპოსტს“ ერთმა პიროვნებამ, რომელიც თავის დროზე თავგადაკლული „მეოცნებე“ იყო და რეალურად სჯეროდა, რომ როგორც კი „ოცნება“ ხელისუფლების სათავეში მოვიდოდა, მაშინვე ონკანებში წყალი კი არა, რძე, ყავა და ჩაი წამოვიდოდა, მაგრამ ოცნება რისი ოცნებაა, რომ ახდეს. ჰოდა, „ნიუპოსტის“ ინფორმატორსაც სწორედ ასე დაემართა და დღეს მმართველ გუნდზე, ძალიანაც რომ ეხვეწოთ, ერთ თბილ სიტყვასაც აღარ ამბობს.

ერთი სიტყვით, ისეთი პირი უჩანს, რომ „გოჭის ტრენინგი“ შეიძლება, „ოცნების“ პოლიტიკურ სიმბოლოდ იქცეს და ლუნა მაზიაშვილს, როგორც ღვაწლმოსილ მასწავლებელს, მერიის წინ, ვინძლო, ძეგლიც კი დაუდგან, მაგრამ ყველაფერი ეს მომავლის ხედვაა. რეალობა კი ის გხლავთ, რასაც „ნიუპოსტს“ კარგად ინფორმირებული წყარო ეუბნება.

„პოლიტიკური სპექტრი, პრინციპში, უკვე საარჩევნო რეჟიმშია გადასული - მოგეხსენებათ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კარზეა მომდგარი. სხვა პარტიებში, არ ვიცი, რა ხდება, მაგრამ „ოცნებაში“ ნარმანიას შემცვლელზე პირდაპირ მარათონული რბოლაა გამოცხადებული. ჯერ კიდევ ზაფხულში, როცა საპარლამენტო არჩევნების კამპანია მიმდინარეობდა, მეც და, ალბათ, ბევრ სხვასაც ჰქონდა ინფორმაცია, რომ „ოცნება“ მერის კანდიდატად ბექა ოდიშარიას დაასახელებდა. თავის დროზე ისიც ითქვა, რომ ოდიშარიამ კრწანისის მაჟორიტარად კენჭი სწორედ ამიტომ იყარა. აქვე, იმასაც გეტყვით, რომ ბექა თავიდან ბოლომდე პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის კადრია და მისი თუნდაც მეორე ტურში გამარჯვება ღირსების საქმე იყო. მართალია, ოდიშარიამ მეორე ტურში გაიმარჯვა და დეპუტატიც გახდა, მაგრამ ბოლო დროს, გარკვეული გადათამაშებები მოხდა, ანუ „ოცნებაში“ უკვე აქტიურად ლაპარაკობენ, რომ მერობის კანდიდატად შესაძელებლია, ლაშა აბაშიძე დაასახელონ,“ - ეუბნება „ნიუპოსტს“ ინფორმატორი, რომელიც „ოცნებელი“ აღარ არის, მაგრამ მმართველი გუნდის გარკვეულ სეგმენტთან პირადი კონტაქტები შენარჩუნებული აქვს.

შეგახსენებთ, რომ ლაშა აბაშიძე, რომელსაც მოგვიანებით ვაკის რაიონის გამგებლის და თბილისის ვიცე-მერის პოსტები ეკავა, ფართო საზოგადოებამ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ადმიისტრაციის უფროსობით გაიცნო.

ამას გარდა, „ნიუპოსტისთვის“ ცნობილი ხდება „შუშის სასახლიდან“ გამოჟონილი კიდევ ერთი ინფრომაცია. მართალია, ამ ცნობის უტყუარობაზე თავის დადება უმადურობა იქნება, მაგრამ უკვე დაიწყო იმის თაობაზე ლაპარაკი, რომ ბიძინა ივანიშვილს „ოცნების“ მიმართ გარკვეული კითხვები აქვს და, დიდი ალბათობით, ადგილობრივი არჩევნების წინ, ახალ პოლიტიკურ პარტიას შექმნის.

„ახალი პარტიის ლიდერი, შეიძლება, თვითონ არ იყოს, მაგრამ ყველას ეცოდინება, რომ ამ გუნდის უკან ივანიშილი დგას,“ - ვარაუდობს რესპოდენტი.

ისე, „ნიუპოსტი“ ამ ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობდა, მაგრამ ივანიშვილთან დაკონტაქტება, ჯერ ერთი, ადვილი არ არის, მეორეც, თუ მას მსგავსი გეგმა მართლა აქვს, ამის თაობაზე, ბუნებრივია, ღიდ და საჯაროდ არ ილაპარაკებს, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე მაინც.

ასე რომ, გოჭის ხორცის ჭამისა და დანა-ჩანგლის ჭერის სკანდალი მმართველ ელიტაში, დიდი ალბათობით, მნიშვნელოვანი როტაციისა და გადალაგების მიზეზი გახდება. ისე, ცუდად არავინ გაიგოს და, მიშა ქაშმირის პალტოებისთვის ლამის გააციმბირეს და „ოცნებელები“, რა, „წითელი კოჭები“ არიან, რომ ხალხის ხარჯზე გოჭის ჭამის გაკვეთილები ხახვივით შერჩეთ?!

ირაკლი ბიძინაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42