როგორ მკურნალობს ონკოლოგიურ ავადმყოფებს ვირუსი? - ვიროთერაპიის (ვირუსოთერაპიის) შესახებ
ჯანმრთელობა - 11:00, 08 Dec, 2016     11396

როგორ მკურნალობს ონკოლოგიურ ავადმყოფებს ვირუსი?

ვიროთერაპიის (ვირუსოთერაპიის) საკითხზე გვესაუბრება მედიცინის ჰაბილიტირებული დოქტორი, რიგის აღმოსავლეთ კლინიკის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს მთავარი სპეციალისტი - ონკოლოგი, სტრადინას უნივერსიტეტის (რიგა, ლატვია) ასოცირებული პროფესორი - დაცე ბალტინა.

ორგანული ლოკალიზაციის მიხედვით კანის ავთვისებიანი სიმსივნეები პირველ ადგილზეა. მათ შორის, მელანომა განსაკუთრებით აგრესიული სიმსივნეა, რადგან მის უჯრედებს სწრაფი გამრავლების უნარი აქვთ და ასევე სწრაფად მეტასტაზირებენ და ვრცელდებიან ორგანიზმში.

ეს მონაცემები მჭიდროდაა დაკავშირებული ორ საკითხთან - ონკო დერმატოლოგიის და დერმატოსკოპიის განვითარებასთან, რომელთაც შეუძლიათ მელანომის დაფიქსირება ჯერ კიდევ ადრეულ სტადიაზე. ასევე დაკავშირებულია ადამიანის ცხოვრების წესის, კერძოდ, გარუჯვის ჩვევის შეცვლასთან. პლაჟზე დასვენება ნიშნავს საჰაერო აბაზანების მიღებას. ყველა ასაკობრივ ჯგუფში, მიზანს ლამაზი რუჯის მიღება წარმოადგენს. ადამიანები სიამოვნებით იყენებენ მზეზე ყოფნის შესაძლებლობას ეგზოტიკურ ქვეყნებში მოგზაურობისას. ამის შედეგად, ბოლო ათი წლის მანძილზე მელანომით დაავადების სიხშირე საგრძნობლად გაიზარდა. მელანომა ხშირად უდგინდებათ ასევე ახალგაზრდებს, რომლებიც არა მხოლოდ მზეზე ნებივრობენ დიდი ხნის განმავლობაში, არამედ ასევე ხშირად დადიან სოლარიუმშიც, რომელიც უკვე ოფიციალურად არის აღიარებული და მეცნიერულად დადასტურებული მელანომის განვითარების რისკ ფაქტორად. არ ვაპირებთ მზის გარკვეულწილად დადებითი გავლენის უარყოფას ჩვენი ცხოვრების წესსა და ემოციურ მდგომარეობაზე. ამავდროულად, ასევე გასათვალისწინებელია, რომ ამ ჩვევის ბოროტად გამოყენება, ცხადია, უარყოფით კვალს ტოვებს მთლიანად ორგანიზმზე, კერძოდ, კანის მდგომარეობაზე.

ვირუსების ორგვარი ბუნება ჯერ კიდევ XIX საუკუნეში შენიშნეს.

თუ გადავხედავთ ისტორიას, ვნახავთ, რომ უკვე XIX საუკუნეში ექიმები აკვირდებოდნენ კიბოთი დაავადებული პაციენტების მდგომარეობის გაუმჯობესებას რომელიმე მწვავე ინფექციით დასნებოვნების შემთხვევაში - ავთვისებიანი სიმსივნე დროებით რეგრესირებდა. უმეტესად, ასეთ შემთხვევებს ადგილი ჰქონდა ლეიკოზის (სისხლის კიბო) და ლიმფომების (ლიმფური სისტემის კიბო) დროს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ იმ დროისათვის ( XIX საუკუნის შუა პერიოდში ) კაცობრიობამ ჯერ კიდევ არ იცოდა ასეთი ვირუსების არსებობის შესახებ. პირველად ვირუსი 1939 წელს დააფიქსირეს ელექტრონული მიკროსკოპით.

XX საუკუნის 50 - 60-იან წლებში, როცა შესაძლებელი გახდა ვირუსის გამრავლება ორგანიზმის გარეთ - ქსოვილების კულტურებში ვიროთერაპიამ (ვირუსოთერაპიამ) დაიწყო სწრაფი განვითარება. უკვე 1949 წელს მსოფლიო შეძრა აღმოჩენამ, რომლის მიხედვით შორეულ აღმოსავლეთში ენცეფალიტის ვირუსმა ლაბორატორიულ ცხოველებს კიბოს უჯრედები გაუნადგურა. მიუხედავად იმისა, რომ ამავდროულად ცხოველები ფატალური ენცეფალიტის ვირუსით დაავადდნენ, ამას არ დაუჩრდილავს კიბოს უჯრედებზე მიზანმიმართული ზემოქმედების შესაძლებლობის სიხარული.

ვირუსების კვლევა დაიწყო გასული საუკუნის სამოციან წლებში ევროპაში. ლატვიელმა მეცნიერებმა ჯანმრთელი ბავშვის კუჭ-ნაწლავიდან გამოჰყვეს 60 სხვადასხვა ვირუსი. რომელთაც შეუძლიათ მიაგნონ კიბოს უჯრედებს, შეაღწიონ მათში და გაანადგურონ ისინი.

ვირუსებზე საუბრისას უნდა განვმარტოთ, რომ მათთვის დამახასიათებელია ტროპიზმი, ანუ გარკვეული ქსოვილების ცნობისა და მათკენ სწრაფვის უნარი. არსებითია ის, რომ ვირუსების ნაწილს გააჩნია მკვეთრი ტროპიზმი კიბოს უჯრედებისადმი. ამ ფენომენს ონკოტროპიზმი ეწოდება. თავის მხრივ, ონკოლიზისი არის ვირუსის უნარი, გაანადგუროს კიბოს უჯრედები, ჯანმრთელი უჯრედების დაზიანების გარეშე.

1960 წელს ამ მეცნიერთა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ამ ვირუსთაგან ხუთისთვის დამახასიათებელია როგორც ონკოტროპული, ასევე ონკოლიზური თვისებები. ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ECHO-7 ჯგუფის ვირუსები ცნობენ და ანადგურებენ ლაბორატორიული ცხოველების კიბოს უჯრედებს. რჩებოდა მხოლოდ ერთი საუკეთესოს არჩევა: რომელსაც RIGVIR (რიგვირი) ვირუსი უწოდეს. RIGVIR - ეს არის მსოფლიოში პირველი პრეპარატი ვირუსი, რომელიც გამოიყენება ონკოლოგიის სრულიად ახალ მიმართულებაში - ვიროთერაპიაში და აქვს ონკოტროპული (სიმსივნის მიგნების) და ონკოლიზური (სიმსივნის დაშლის) უნარი. „რიგვირი“ არ არის ქიმიური პრეპარატი. ის წარმოადგენს ცოცხალ, არაპათოგენურ, არაგენმოდიფიცირებულ ECHO-7 ჯგუფის ენტერო ვირუსს, რომელიც ადაპტირებულია, პირველ რიგში, მელანომის მიმართ . RIGVIR პრაქტიკაში ასევე გამოიყენება სხვა ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევაშიც. ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ,,რიგვირი“ ასნებოვნებს კიბოს უჯრედებს. მრავლდება უჯრედების შიგნით და შლის მათ. ამის შემდეგ ვირუსი კიბოს სხვა უჯრედებს პოულობს.და ანადგურებს. იგი არ ვნებს ჯანმრთელ უჯრედებს, რაც პრეპარატის მნიშვნელოვანი უპირატესობაა. ვიროთერაპია მნიშვნელოვანია ისეთი სიმსივნეების მკურნალობისთვის, რომლებიც რეზისტენტულნი არიან ქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის მიმართ (მელანომა). სიმსივნის ადრეულ სტადიებზე ,,რიგვირით“ მკურნალობა განსაკუთრებით ეფექტიანია. ონკოლოგიური ვიროთერაპია მკურნალობის უსაფრთხო და ეფექტური მეთოდია, რომელიც ახანგრძლივებს რეციდივის პერიოდს, აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს და სიცოცხლის ხანგრძლივობას.

აღნიშნული ვირუსი ლატვიაში დაარეგისტრირეს 2004 წელს. 2015 წელს იგი დარეგისტრირებული იქნა საქართველოში, ხოლო 2016 წლის დასაწყისში კი - სომხეთში.

2005 წლის ნოემბერში ჩინეთში პირველად ასევე დაარეგისტრირეს ანალოგიური ვირუსი, ხოლო 2015 წლის ოქტომბრის ბოლოს აშშ-ში - დაარეგისტრირეს გენმოდიფიცირებული ვირუსი T-VEC მელანომის სამკურნალოდ.

მეცნიერთა ხედვა ცვლის მსოფლიო პრაქტიკას ონკოლოგიაში

დღეისათვის შეიძლება ითქვას, რომ ვირუსები ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი მიკროსკოპული არსებებია მსოფლიოში და ადამიანებმა ისწავლეს ვირუსის გენომით მანიპულირება იმისათვის, რომ აიძულონ მათ ემსახურონ კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში. 2013 წელს პრესტიჟულმა გამოცემამ „ The Science “ იმუნოთერაპიას ონკოლოგიაში წლის მოვლენა უწოდა.

ონკოლიზური ვირუსების სისმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება პირობითად შეიძლება დაიყოს სხვადასხვა მექანიზმებად:

1. მიზანმიმართული შეჭრა უჯრედში და უჯრედის განადგურება. პროცესი გრძელდება მანამდე, სანამ არ იქნება განადგურებული კიბოს ყველა უჯრედი ან ვირუსის მოქმედებას არ შეაჩერებს ორგანიზმის იმუნური პასუხის რეაქცია.

2. ვირუსის პროტეინი ციტოტოქსიურად მოქმედებს პირდაპირ კიბოს უჯრედებზე.

3. სიმსივნის წინააღმდეგ მიმართული იმუნოლოგიური რეაქციის აღძვრა.

4. სიმსივნის მგრძნობელობის ზრდა ქიმიოთერაპიის და სხივური თერაპიის მიმართ.

მეცნიერება ვითარდება და მასთან ერთად მედიცინაში ჩნდება ახალი შესაძლებლობები, თუმცა მათ არ შეუძლიათ ყველა პაციენტის ყველა შემთხვევაში დახმარება, იმის გათვალისწნებით, რომ კიბოს უჯრედები თითოეული ადამიანის ორგანიზმში ვითარდება ძალიან ინდივიდუალურად, რაც უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული. არც იმუნიტეტის „გაღვიძებაა“ ყოველთვის ისე იოლი, როგორც ადამიანებს ჰგონიათ.

ამიტომ დასასრულს მივმართავთ საზოგადოების თითოეულ წევრს: ყურადღება მიაქციეთ თქვენი კანის ჯანმრთელობას და შეამოწმეთ ხალები. განსაკუთრებით ვისურვებდით ბავშვების და მოზარდების დაცვას. რამდენადაც დამტკიცებულია, რომ ბავშვობაში ხშირი გარუჯვები მზეზე სარწმუნოდ და არსებითად ზრდის მელანომის განვითარების რისკს მოზრდილ ასაკში. თავის მხრივ, ახალგაზრდებს უნდა ვუთხრათ, რომ სოლარიუმში გარუჯვა კიდევ უფრო აძლიერებს კანის დაზიანების რისკს. სწორედ ამიტომ, მელანომა ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ავთვისებიანი სიმსივნეა ახალგაზრდებში.

კანის შემოწმება ონკოდერმატოლოგთან უნდა ტარდებოდეს ნებისმიერ ასაკში, განსაკუთრებით მაშინ, თუ შენიშნეთ, რომ კანის რომელიმე წარმონაქმნი რამდენადმე განსხვავდება სხვა დანარჩენი თქვენი პიგმენტური წარმონაქმნებისგან.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ:

1. პრეპერატი „რიგვირი“- ს წარმომადგენელს საქართველოში ია მიხელიძეს. ტელ.: 557-50-90-55.

2. დიაგნოსკტიკურ -პროფილაქტიკურ - სამკურნალო სამსახურს („ ხალის პათოლოგიისა და კანის სიმსივნეების სამსახური“) კლინიკა „გიგმედი“. ტელ.: 2528644; 2952311; 577415487. ცენტრის ხელმძღვანელი პროფესორი ირაკლი ნადირაძე

3. ქ.თბილისის ონკოლოგიური ცენტრის ონკოლოგ-ქიმიოთერაპევტს რეზო თურმანიძეს ტელ.: 593-26-51-41

შეგახსენებთ, რომ ისინი მჭიდროდ თანამშრომლობენ ლატვიის „ვიროთერაპიის საერთაშორისო ცენტრთან“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42