წლევანდელი British Fashion Awards-ი განსაკუთრებით საინტერესო იყო ქართველი საზოგადოებისთვის. ბრიტანეთის მოდის დაჯილდოების ისტორიაში ქართველი ძმების დემნა და გურამ გვასალიებს წარამტებას ქართველი გულშემატკივარი მოუთმენლად ელოდა და იმედიც არ გაუცრუვდა.
დემნასა და გურამის ბრენდი Vetements წარდგენილი იყო ნომინაციაში წლის ურბანული ბრენდი, რომლის გამარჯვებულიც გახდა. დემნა გვასალია წარდგენილი იყო ნომინაციაში წლის საერთაშორისო დიზაინერი(როგორც „ბალენსიაგას“ კრეატიული ხელმძღვანელი). ამ ნომინაციაშიც დემნა გვასალიამ გაიმარჯვა.




წლევანდელი მოდის კვირეულებზე გვასალიების ბრენდის კოლექციის გამოხმაურებების , გათვალისწინებით, ქართველ ძმებს ევროპაში ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს მოგების რეალური შანსი ჰქონდათ.
BFA-მდე The Business of Fashion - მა 2016 წლის #BOF500 გამოაქვეყნა - ადამიანები, რომლებიც ქმნიან, ცვლიან მოდას, გავლენას ახდენენ ინდუსტრიაზე. რეიტინგში დემნა და გურამ გვასალიებიც მოხვდნენ.
დემნა და გურამ გვასალიებს მსოფლიო მოდის ინდუსტიაში კარგად იცნობენ. დემნას არაორდინალური კოლექციები მუდმივად განხილვის და აღფრთოვანების საგანია. მოდის კრიტიკოსები დემნას მოდის სფეროში გარდამტეხ დიაზინერს უწოდებენ. ახალი კოლექციების წარგდენის შემდეგ კი ვოგის გავლენიანი გამოცემების ფურცლებზეა.
ქართველებისთვის მისი კოლექცია ხშირად ღიმილისმომგვრელია, რადგან მარტივად აღმოაჩენთ 90-იანი წლების დეტალებს.
დემნა გვასალია „ბალენსიაგას“ კრეატიული დირექტორი 2015 წლის ნოემბერში გახდა. პარალელურად, ის განაგრძობს ბრენდ Vetements-ის კოლექციის შექმნას. Vetements-ის სათავეში დემნასთან ერთად მისი ძმა გურამ გვასალია დგას. მათი სახასიათო ნიშანი დიდი ზომის სამოსი, ყვავილების პრინტებიანი კაბები და გადაკეთებული ჯინსებია. გვასალია რვა წლის განმავლობაში Margiela-ს კულისებში მუშაობდა. თანამშრომლობდა "ლუი ვიტონთანაც."
The Fashion Awards 2016 (ნომინაციები, ნომინანტები, გამარჯვებულები და მათი წარმდგენები)
ნომინაცია: დამწყები ბრიტანელი ტალანტი
გამარჯვებული: Molly Goddard
წარდმდგენები: Alexa Chung და Jordan Barrett
სხვა ნომინანტები: Alessandra Rich, Charles Jeffrey, Faustine Steinmetz, Self-Portrait.
ნომინაცია: მამაკაცის სამოსის ბრიტანელი დიზაინერი
გამარჯვებული: Craig Green for Craig Green
წარმდგენი: Lady Gaga
სხვა ნომინანტები: Grace Wales Bonner for Wales Bonner, Jonathan Anderson for JW Anderson, Tom Ford for Tom Ford, Vivienne Westwood for Vivienne Westwood.
ნომინაცია: ქალის სამოსის ბრიტანელი დიზაინერი
გამარჯვებული: Simone Rocha for Simone Rocha
წარმდგენი: Kate Beckinsale
სხვა ნომინანტები: Christopher Kane for Christopher Kane, Jonathan Anderson for JW Anderson, Roksanda Ilincic for Roksanda, Sarah Burton OBE for Alexander McQueen.
ჯილდო განსაკუთრებული აღიარებისთვის მიიღო British Vogue-მ.
წარმდგენი: Mario Testino.
ნომინაცია: ბრიტანული ბრენდი
გამარჯვებული: Alexander McQueen
წარმდგენი: Naomi Campbell
სხვა ნომინანტები: Burberry, Christopher Kane, Erdem, Stella McCartney.
ნომინაცია: საერთაშორისო ბიზნეს ლიდერი
გამარჯვებული: Marco Bizzarri for Gucci
წარმდგენები: Karlie Kloss და Francois-Henri Pinault
სხვა ნომინანტები: Adrian Joffe for Comme des Garçons & Dover Street Market,
Christopher Bailey for Burberry,
Guram Gvasalia for Vetements,
Stefano Sassi for Valentino.
ნომინაცია: საერთაშორისო Urban Luxury ბრენდი
გამარჯვებული: Vetements
წარმდგენი: Marilyn Manson
სხვა ნომინანტები: Adidas, Gosha Rubchinskiy, Off-White, Palace.
ნომინაცია: საერთაშორისო მოდელი
გამარჯვებული: Gigi Hadid
წარმდგენი: Donatella Versace
სხვა ნომინანტები: Adwoa Aboah, Bella Hadid, Kendall Jenner, Lineisy Montero.
ნომინაცია: საერთაშორისო აქსესუარების დიზაინერი
გამარჯვებული: Alessandro Michele for Gucci
წარმდგენი: Jared Leto
სხვა ნომინანტები: Anya Hindmarch for Anya Hindmarch, Johnny Coca for Mulberry, Jonathan Anderson for Loewe, Stuart Vevers for Coach.
ნომინაცია: საერთაშორისო Ready-To-Wear დიზაინერი
გამარჯვებული: Demna Gvasalia for Balenciaga
წარმდგენები: Stella Tennant და Carine Roitfeld
სხვა ნომინანტები: Alessandro Michele for Gucci,
Donatella Versace for Versace,
Jonathan Anderson for Loewe,
Riccardo Tisci for Givenchy.
ჯილდო გამოჩენილი მიღწევისთვის გადაეცა Ralph Lauren-ს.
წარმდგენი: David Beckham.
მასალის გამოყენების პირობები






