ღონისძიებაზე "სამართალდამცავთა დაცვის ლიგის" დამფუძნებლები ადგილობრივ წევრებს ორგანიზაციის სამომავლო გეგმებს გააცნობენ და რეგიონში არსებულ პრობლემატურ საკითხებზე იმსჯელებენ.
ბოლო პერიოდში, რეგიონებში ძალოვანი სტურქურიდან თანამშრომლების უსაფუძვლოდ დათხოვნის ფაქტებმა იმატა, გამომდინარე იქიდან, რომ "სამართალდამცავთა დაცვის ლიგის" მთავარ მიზანს ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების კანონით გარანტირებული უფლებების დაცვა წარმოადგენს, ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნულ ფაქტებზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს.
"სამართალდამცავთა დაცვის ლიგა" ძალოვანი სტრუქტურებიდან გათავისუფლებულ თითოეულ პირს უფასო საადვოკატო მომსახურეობას სთავაზობს.
აღსანიშნავია რომ "სამართალდამცავთა დაცვის ლიგა" მსგავსი ტიპის შეხვედრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართავს. შეხვედრები ზუგდიდსა და ქუთაისში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ოფისებში ჩატარდება. მისამართი : ზუგდიდი ,რუსთაველის ქუჩა №52. დასაწყისი 12:00 საათი. ქუთაისი: პუშკინის ქუჩა № 6, დასაწყისი 15:00 საათი.
მასალის გამოყენების პირობები






