კაკაბაძის თქმით, ამ მოძრაობის დაფუძნების მიზანია, გასამართლდეს წინა ხელისუფლება, ნაციონალური რეჟიმი და გამოძიებულ იქნას კონკრეტული ყველა ის დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც წინ ხელისუფლების მიერ იქნა ჩადენილი.
ამ მიზნით ნანა კაკაბაძე გეგმავს, მიმართოს საპარლამენტო ორგანოს, რომ შეიქმნას დროებითი საპარლემანტო კომისია და კონკრეტული დანაშაულებრივს ქმედებებს სათანადო შეფასება მიეცეს.
,,ჩვენთან შეიქმნება კომისია, სადაც დაზარალებული ჯგუფებიდან თითო წარმომადგენელი გაერთიანდება და ისინი ითანამშრომლებენ როგორც პარლამენტთან, ასევე აღამასრულებელ ორგანოსთან, რათა ერთის მხრივ პარლამენტმა შეაფასოს სააკაშვილის რეჟიმი, ხოლო მეორეს მხრივ მისცეს რეკომენდაციები იმისათვის, რომ მოხდეს ამ პრობლემების დაძლევა, რომელიც ამ პერიოდში იყო შექმნილი ქვეყანაში", განაცხადა ნანა კაკაბაძემ.
,,დღეს სათავეს იღებს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა. ეს კეთდება მომავალი თაობებისთვის და ზოგადად მომავლისთვის, რადგან ნებისმიერმა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ თუ ის სისხლის სამართლებრივ დანაშაულს ჩაიდენს, წასვლის შემდეგ აუცილებლად დაისჯება", - აცხადებს მელორ ვაჩნაძე.
,,სამართლიანობის აღდგენა არ მოხდება, თუ ნაციონალური მოძრაობა არ გამოცხადდება, როგორც დამნაშავე პარტიად. არ უნდა იჯდნენ ბარამიძეები, ღვინიაშვილები პარლამენტში და მათ როგორმე უნდა შეუჩერონ ცოტა ხნით დეპუტატობის სტატუსი, რომ პროკურატურას მიეცეს საშუალება, რომ დაიკითხონ, თორემ ბოლოს ისე მოხდება, რომ დაბალი დონის ხალხი დაისჯება და ესენი, ვინც ჩამოაყალიბეს ფაშისტური რეჟიმი, დარჩებიან თამაშგარე მდგომარეობაში და პასუხს არ აგებინებენ", -აცხადებს სოსო რობაქიძე.
დღეს სპორტის სასახლეში გამოფენილი იყო 26 მაისის ამსახველი ფოტო მასალა და ასევე, აგვისტოს ომის ამსახველი კადრები. სპორტის სასახლეში დამსწრე საზოაგდოებას დაურიგდა სპეციალური ბარათები, სადაც მაშ შეეძლებათ საკუთარი პრობლემების ჩაწერა.
ყრილობას ესრებოდნენ პოლიტიკოსები და საზოგადოების ცნობადი სახეები, მათ შორის სტუმრის სტატუსით მიწვეული იყო სახალხო დამცველი.
მასალის გამოყენების პირობები






