უცხოური მედია დღევანდელი დღის მთავარ თემებს - იტალიის რეფერენდუმსა და ავსტრიის საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება. კერძოდ, Financial Times-მა ამ ორივე მოვლენას „პოპულიზმით გამოცდა“ უწოდა.
გამოცემის აზრით, ავსტრიამ ეს გამოცდა ჩააბარა - ნორბერტ ჰოფერი დამარცხდა. ასე, რომ არ მომხდარიყო, ავსტრია გახდებოდა პირველი სახელმწიფო ევროკავშირის ისტორიაში, რომელსაც ულტრამემარჯვენე სახელმწიფოს მეთაური ეყოლებოდა. მეტიც, მიუხედავად შეზღუდული უფლებებისა, ჰოფმანს, გამარჯვების შემთხვევაში უდიდესი ტრიბუნა ექნებოდა პოპულიზმისთვის. მისი საარჩევნო კამპანია ძირითადად ახლო აღმოსავლეთიდან დევნილების აკრძალვასა და ავსტრიაში BREXIT-ის განმეორებაზე იყო აგებული. ჰოფმანი დამარცხდა, თუმცა, სრული დამშვიდების საფუძველი არ არსებობს. კანდიდატების მიერ მიღებულ ხმებს შორის სხვაობა ძალიან მცირეა.
ევროპამ თითქოს შვებით ამოისუნთქა, მაგრამ მას პირი დარჩა ღია - პოპულიზმმა რევანში იტალიაში აიღო, სადაც მთავრობის მიერ შეთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდა, რასაც პრემიერ-მინისტრ მატეო რენცის გადადგომა მოჰყვა.
„რეფერენდუმი რენცისადმი ნდობის ვოტუმის გამოცხადების ტოლფასი პროცესი აღმოჩნდა, რასაც თავად შეუწყო ხელი - მან განაცხადა, რომ რეფერენდუმში მარცხის შემთხვევაში გადადგებოდა. სწორდ ეს გამოიყენა მისმა მოწინააღმდეგე პოპულისტურმა ოპოზიციამ, რომელსაც საკონსტიტუციო რეფორმა არ აინტერესებდა,“ - წერს Times-ი.
ანტისარეფერენდუმო კამპანიას, სახელწოდებით „თქვი - არა“, სათავეში მოძრაობა „ხუთი ვარსკვლავის“ ლიდერი ბელლე გრილლო ჩაუდგა. იგი ცნობილი პოპულისტი და ევროსკეპტიკოსია. კამპანიის მიმდინარეობისას, სოციალ-ეკონომიკური პრობლემების გამო მთავრობაზე გაღიზიანებიულ იტალიელების მისამხრობად ისიც პოპულიზმს იყენებდა: ევროპისათვის ტრადიციული ლტოლვილების თემას, მან ევროს გაუქმების, იტალიური ლირის აღდგენისა და ევროზონიდან გასვლის თემა დაუმატა.
„ახლა ბელლე გრილლოს მოძრაობას სრული შანსები აქვს პრეტენზიები ხელისუფლებაში მოსვლაზეც განაცხადოს. მათ პოპულიზმს შესანიშნავად შეუძლია იტალუირ საზოგადოებაში არსებული ღრმა და მტკივნეული ბზარები აითვისოს და სათავისოდ გამოიყენოს," - წერს Daily Telegraph.

"ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ რენცის მარცხი რეფერენდუმზე არამარტო იტალიელებს, არამედ მთელ ევროპასაც შეაზანზარებდა. ეს ასეც მოხდა, უკვე დილით ევრომ ანტირეკორდი დაამყარა დოლართან მიმართებაში", - წერს Times.
Daily Telegraph-ი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ წელს პოპულიზმი რამდენჯერმე დაუპირისპირდა მეორე მსოფლიო მისშემდგომ ლიბერალურ მსოფლიო კონსენსუსს: BREXIT-ი, დონალდ ტრამპის გამარჯვება აშშ-ში, რენცის მარცხი რეფერენდუმზე - ყველგან პოპულიზმის ტალღამ გაიმარჯვა. გამონაკლისი მხოლოდ ავსტრიის საპრეზიდენტო არჩევნები იყო.
„ავსტრიის არჩევნებმა შეარყია მითი, რომ პოპულისტური ძალების შეჩერება შეუძლებელია. ამან ოდნავ გაფანტა პესიმისტური განწყობები ევროპის მომავალზე,“ - წერს ანალიტიკოსი ტომას ჰოფერი Financial Times-ში.
გამოცემის აზრით, ევროპულ ისტებლიშმენტს და მმართველ ძალებს აქვთ შანსი პოზიციები დაიბრუნონ პოზიციები, შეაჩერონ პოპულიზმის მარში და ცენტრისტულ ძალებს იმედი დაუბრუნონ, თუმცა ზომები სასწრაფოდაა მისაღები, დრო ცოტაა - წინ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებია, სადაც, ექსპერტების აზრით მოერე ტურში გასვლის შანსი კიდევ ერთ რადიკალ მემარჯვენეს, „ნაციონალური ფრონტის“ ლიდერს მარინ ლე პენს აქვს...
„არცერთი ფაქტორი, რომელიც ამომრჩეველს რადიკალებისკენ უბიძგებს არ გამქრალა, პოპულიზმს კიდევ აქვს გამარჯვების შანსი, თუმცა არცერთ ცალკე აღებულ ქვეყანას, თუ მის მთავრობას, არ შუძლია გადაჭრას ევროპის წინაშე მდგარი პრობლემები დამოუკიდებლად,“ - წერს Times-ი.
მასალის გამოყენების პირობები






