დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ BREXIT-ის სააპელაციო სარჩელის განხილვა დაიწყო
მსოფლიო - 19:36, 05 Dec, 2016     2088
5 დეკემბერს, დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ დაიწყო ქვეყნის მთავრობის სარჩელის განხილვა, რომლის მიზანია დიდი ბრიტანეთის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, რომელიც BREXIT-ს შეეხება.

ნოემბერში დიდი ბრიტანეთის უმაღლესმა სასამართლომ განიხილა და დააკმაყოფილა ფინანსისტი ჯინა მილერისა და პარიკმახერ დეირ დუშ სანტუშის მიერ შეტანილი სარჩელი, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ ქვეყნის ევროკავშირიდან გამოსვლის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა უნდა მიიღოს.

დიდი ბრიტანეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ ეს არ იყო სამართლიანი გადაწყვეტლება და იგი უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. მან ეს პროცესი 4 დღის განმავლობაში უნდა დაასრულოს, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება იანვარში უნდა გამოაცხადოს.

როგორც ცნობილია, ბრიტანეთის პარლამენტართა უმრავლესობა ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის წინააღმდეგი იყო, თუმცა, დეპუტატები აცხადებენ, რომ ისინი ვერ წავლენ ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. მთავრობასაც მზად აქვს 16 სიტყყვიანი კანონპროექტი, რომელიც რეფერენდუმის შედეგებს დააკანონებს, მაგრამ საკითხის პარლამენტში გატანა გასვლის პროცედურების დაწყების ვადას გადასწევს - პრემიერ ტერეზა მეის მიაჩნია, რომ ეს პროცესი არაუგვიანეს 2017 წლის მარტისა უნდა დაიწყოს. თანაც, ლეიბორისტების ნაწილს სურს კანონში დამატებითი პუნქტები შეიტანონ, სადაც აღნიშნული იქნება, რომ ბრიტანეთშ შეეძლება ევროპის ერთიანი ბაზრის წევრად დარჩენა.

პროცესზე დიდი ბრიტანეთის მთავრობის გარდა, მოწვეულნი არიან უელსის, შოტლანდიისა და ჩრდ. ირლანდიის მთავრობებიც, უელსის და შოტლანდიის მთავრობები, როგორც ცნობილია გასვლას ეწინააღმდეგებიან, ხოლო ჩრდილოეთ ირლადიას 2 წარმომადგენელი ჰყავს - ერთი მათგანი მხარს უჭერს "BREXIt"-ს, ხოლო მეორე წინააღმდეგია.

მილერისა და სანტუშის პოზიციები გამყარებულია იმ დასკვნით, რომ რადგან ევროკავშრში გაწევრიანებას თაბის დროზე პარლამენტმა დაუჭირა მხარი, მანვე უნდა დააკანონოს კავშირიდან გასვლის საკითხიც.

მეის ადვოკატები კი იცავენ იმ პოზიციას, რომ რადგან საქმე ეხება საერთაშორისო ხელშეკრულებას, საქმე ე.წ. "სამეფო პრეროგატივებს" ეხება და გადაწყვეტილება მტავრობამ უნდა მიიღოს, რასაც დედეოფალი თავისი ხელმოწერით განამტკიცებს.

განსახილველი საქმის სერიოზულობის დონეზე ისიც მეტყველებს, რომ პროცესს მოსამართლეთა უპრეცედენტო რაოდენობა - 11 ადამიანი წარუძღვება. პროცესის ტრანსლირება BBC-ზე პირდაპირ ეთერში მიმდინარეობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42