რაც შეეხება სხვა ბრალდებულებს, საქართველოს რკინიგზის მაღალჩინოსნებს და ,,ვაგონშემკეთებელი" ქარხნის ყოფილ ხელმძღვანელებს, მათ მიმართ არ იქნა გამოყენებული აღმკვეთი ღონისძიება და ისინი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
ადვოკატის თქმით, ამჟამად ეზუგბაია სასწავლო პროგრამით იმყოფება უცხოეთში, თუმცა ეს გარემოება სასამართლომ არ გაითვალისწინა და მას დაუსწრებლად წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა.
,,სასამართლომ ვერ დაუსაბუთა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს თუ რაში სდებდა ბრალს და შესაბამისად ისინი გათავისუფლდნენ სასამართლო დარბაზიდან", - განაცხადა ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ.
მისივე თქმით, რაც შეეხება ეზუგბაიას, ვინაიდან ის თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას, სასამართლომ ჩათვალა, რომ მისთვის აღმკვეთის სახით ორთვიანი პატიმრობა შეეფარდებინა, ,,თუმცა, როდესაც ეზუგბაია გამოცხადდება, დარწმუნებული ვარ, მის მიმართაც სასამართლო ასეთივე გადაწყვეტილებას მიიღებს და ის ბრალდებები გადაიხედება", - აცხადებს გაბაიძე.
შეგახსენებთ, რომ რკინიგზის ყოფილი მაღალჩინოსნები საქართველოს რკინიგზისათვის 65 მილიონი ლარის ზარალის მიყენების ბრალდებით დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები






