გიგი უგულავა პოლიციას ულოცავს
საზოგადოება - 17:27, 19 May, 2013     424

 

 

"პატივცემულო პოლიცელებო,

 

თბილისელებისა და ქალაქის თვითმმართვეობის სახელით გულითადად გილოცავთ პოლიციის დღეს, რომლის აღნიშვნა კარგა ხანია ტრადიციად იქცა.

 

ამ ტრადიციას საფუძველი მაშინ ჩაეყარა, როდესაც ქართულმა პოლიციამ საზოგადოების გულწრფელი პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა, ხოლო მისდამი ნდობა ნულიდან - თითქმის 90 პროცენტამდე გაიზარდა.

 

სწორედ თქვენი დამსახურებაა, რომ ბოლო დრომდე თბილისი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქალაქად ითვლებოდა, ხოლო თბილისელებსა და ჩვენი დედაქალაქის სტუმრებს აღარ ეშინოდათ ქუჩაში დღისით თუ ღამით გამოსვლა: ეს იყო ნამდვილი ომი კრიმინალის, ე.წ ძველბიჭური მენტალობის, ქურდული ტრადიციების, ანარქიისა და თავაშვებულობის წინააღმდეგ. ამ ომში პოლიციელებმა მთელ საზოგადოებასთან ერთად გაიმარჯვეს.

 

სამწუხაროა, რომ წელს პირველად, ორგანიზატორებმა საჭიროდ არ ჩათვალეს პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ქალაქის მერის, ისევე როგორც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელთა მიწვევა. არადა, პრემიერ-მინისტრისა და მისი გუნდის წევრებისაგან გამუდმებით გვესმის საუბარი სახელმწიფო ინსტიტუტთა დეპოლიტიზების თაობაზე.

 

პოლიცია სახელმწიფო ინსტიტუტია და არა რომელიმე ხელისუფლების საკუთრება. იმედს ვიტოვებ, ამჟამინდელი მთავრობა სამომავლოდ მაინც გააცნობიერებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები მეტია, ვიდრე კონკრეტული პარტია, თუნდაც ხელისუფლებაში მყოფი.
თუმცა, ეს სამწუხარო გარემოება არ ცვლის ჩვენს დამოკიდებულებას პოლიციელების მიმართ: დარწმუნებული ვარ, თქვენ შეძლებთ შეინარჩუნოთ ჩვენი ხალხის სიყვარული და პატივისცემა, რათა კვლავაც პირნათლად მოიხადოთ პატრიოტული ვალი თანამემამულეებისა და სამშობლოს წინაშე.

 

გისურვებთ ბედნიერებას, წარმატებასა და სიმტკიცეს - თითოეული მოქალაქის და მთელი ქვეყნის საკეთილდღეოდ."





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42