"ლევადა ცენტრის" მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგად გაირკვა, რომ რუსეთის მოსახლეობის 56% სსსრკს დაშლას ნანობს. როდესაც მათ ეკითხებოდნენ, თუ რატომ თვლიან ასე, 53% ერთიანი ეკონომიკური სისტემის დაშლას ასახელებდა, ხოლო 43% აცხადებდა, რომ მას შემდეგ დაკარგა "დიადი სახელმწიფოს (დერჟავის)" მოქალაქეობის სიამაყე.
გამოკითხულთა 50%-ზე მეტი თვლის, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის თავიდან აცილება შეიძლებოდა, ხოლო 29% მიიჩნევს, რომ ეს შეუქცევადი პროცესი იყო.
სხვადასხვა მოსაზრებები გამოითქვა საბჭოთა იმპერიის დაშლის მიზეზებთან დაკავშირებით: 29% თვლის რომ ეს იყო ელცინის, კრავჩუკისა და შუშკევიჩის არაფრით გამყარებული და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება; 23% - სსრკ-სადმი მტრულად განწყობილი ქვეყნების შეთქმულება; ხოლო 21% ამას მიხეილ გორბაჩოვსა და მის გუნდს აბრალებს.
მასალის გამოყენების პირობები






