"საქტატის" მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:23, 05 Dec, 2016     1425
რეგიონში არსებული მძიმე ეკონომიკური რეალობისა და არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ბიზნესსექტორი იზრდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული კვარტალური კვლევის შედეგების მიხედვით, ეს ტენდენცია ასახულია ბიზნესსექტორის გამოშვებისა და დასაქმების მაჩვენებლებში.

წლის დასაწყისიდან მოყოლებული, ბიზნესი განაგრძობს სამუშაო ადგილების გენერირებას. „საქსტატის“ მიერ დღეს გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა, 2016 წლის მე-3 კვარ­ტალ­ში, გა­სული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.6%-ით გაიზარდა და 606.0 ათასი ადამიანი შეად­გინა.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესში დასაქმებული ადამიანების ზრდის მაღალი ტემპით ხასიათდებოდა 2016 წლის პირველი ნახევარიც:

2016 წლის 1-ელ კვარტალში, ბიზნეს სექტორში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა 2015 წლის 1-ელ კვარტალთან შედარებით გაიზარდა 32 257 ადამიანით (6%-ით).

2016 წლის მე-2 კვარტალში, 2015 წლის მე-2 კვარტალთან შედარებით ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 32 521 ადამიანით (5.7%-ით).

რაც შეეხება დასაქმების სექტორულ დინამიკას, 2016 წლის მე-3 კვარტალში დასაქმების ზრდის ყველაზე დიდი მაჩვენებელი დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში:

თევზჭერა, მეთევზეობის დარგი - დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 30.9%-თ, რაც ძირი­თა­დად უკავშირდება თევზჭერისა და მეთევზეობის სფეროში წარმოების მოცულობის გაზრდას.

ასევე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა მშენებლობის დარგში (4.5%), რაც განაპირობა შედარებით დიდი მოცულობის სამუშაოების შესრულებამ ავტომაგისტრალებსა და შიდა გზებზე, ასევე ჰიდროელექტროსადგურების, გაზსადენების, საყოფაცხოვრებო მრავალფუნქციური ნაგებობების მშენებლობამ.

სასტუმროებისა და რესტორნების დარგში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 7.7%-ით, რაც მომსახურებაზე გაზრდილ მოთხოვნასთან ერთად, ახალი საწარმოების ამოქმედებას და ადგილობრივი ერთეულების მატებას უკავშირდება.

მნიშვნელოვანია, რომ დასაქმების ზრდა ძირითად შემთხვევაში დაკავშირებულია სექტორის მიერ გამოშვებული პროდუქციის მოცულობის ზრდასთან. ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მოცულობა, 2016 წლის მე-3 კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.8%-ით გაიზარდა და 8.2 მლრდ. ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ზრდის მაღალი მაჩვენებლით ხასიათდებოდა 2016 წლის პირველი ნახევარიც. კერძოდ, 2016 წლის 1-2 კვარტალში ბიზნესის მიერ გამოშვებული პროდუქცია 15%-ით და 7.5%-ით გაიზარდა.

გამოშვებული პროდუქციის ზრდის მაჩვენებლის მიხედვით შემდეგი სექტორები ლიდერობს: თევზჭერა, მეთევზეობა - 150%, მშენებლობა - 37%, სასტუმროები - 40%, რესტორნები - 30%, განათლება - 20%, ჯანდაცვა - 76%.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42