საპარტნიორო ფონდის დელეგაცია ჩინეთში საქმიან შეხვედრებს მართავს
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:12, 05 Dec, 2016     1587
საპარტნიორო ფონდის დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შანსის პროვინციის ქალაქ სიანსში საქნმიან შეხვედრებს მართავს. ფონდის დელეგაციამ საკონსულტაციო კომპანია „ხუახე ინტერნეიშენალის“ მიერ ორგანიზებულ „საერთაშორისო თანამშრომლობის კონფერენციაში“ მიიღო მონაწილეობა, სადაც აბრეშუმის გზის ქვეყნების სავაჭრო საინვესტიციო პროექტების პრეზენტაცია მოეწყო და ინდუსტრიული ზონების ალიანსის ხელშეწყობისა და განვითარების საკითხები განიხილეს.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ჩინეთის ასზე მეტი მსხვილი, სხვადასხვა პროფილის მქონე კომპანია, მათ შორის სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, უძრავი ქონების, სამშენებლო, ლოჯისტიკური და საინვესტიციო-ფინანსური კორპორაციები. ფორუმზე სპეციალურად მოწვეული იყო „ერთი გზა, ერთი სარტყლის“ ინიციატივის ფარგლებში ჩინეთისთვის პოტენციური პარტნიორი ქვეყნები: საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და რუსეთი.

აბრეშუმის გზის ქვეყნების ფორუმზე სიტყვით წარსდგა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, რომელიც 2015 წლიდან კომპანია „ხუახე ინტერნეიშენალის“საპატიო მრჩეველ კონსულტანტია. საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი გააცნო, რეგიონში არსბული კონკურენტული უპირატესობების შეასხებ ისაუბრა და ყურადღება აბრეშუმის გზის პროექტში საქართველოს როლზე გაამახვილა. ხაზი გაუსვა საქართველო-ჩინეთს შორის დადებულ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მნიშვნელობას, რომელიც ევროპისა და აზიის ქვეყნებისათვის ხელსაყრელი შესაძლებლობა იქნება.

„ჩინეთი სტრატეგიული პარნტნიორია საქართველოსთვის. ანაკლის ღრმაწყლოვანი პორტის დასრულების შემდეგ საქართველოს კიდევ უფრო დიდი დატვირთვა მიენიჭება მსოფლიოს მასშტაბით, ჩინეთის მხრიდან საქართველო ჩილესა და ავსტრალიის მერე მესამე ქვეყანა იქნება, ვინც თავისუფალ ვაჭრობას დააწესებს ჩინეთთან, რის შემდეგაც საქართველო უპრეცედენტოდ უკონკურენტო ქვეყანა გახდება, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობა ექნება როგორც ჩინეთთან ასევე ევროკავშირთან“-განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

ფორუმის ფარგლებში საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო ოფისის დირექტორის მოადგილემ ნინო ჩოლოყაშვილიმა ფორუმში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს უახლესი მიღწევების, საერთაშორისო რეიტინგებისა და საინვესტივიო გარემოს შესახებ პრეზენტაცია მოაწყო და ფორუმის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საპარტნიორო ფონდის პროექტების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფისტაშკებისა („არიკ ჯგუფი“) და სენდვიჩ პანელების („პანექსი“) პროექტების განხილვას. ორმხრივი შეხვედრები გაიმართა ჩინელ ინვესტორებსა და „არიკ ჯგუფის“დაფუძნებელ აფზალ რავარიმსა და პანექსის აღმასრულებელ დირექტორს აკაკი პაიჭაძეს შორის.

ოფიციალური ვიზიტისა და აბრეშუმის გზის ქვეყნების ფორუმის ფარგლებში ხელი მოეწერა მემორანდუმს საპარნიტორო ფონდსა და სიანის ფინანსურ ჰოლდინგს შორის, რომელიც მზად არის განიხილოს საინვესტიციო პროექტები სოფლის მეურნეობის, წარმოების, ტურიზმის, ლოჯისტიკისა და ენერგეტიკის სფეროებში. ჩინური ჰოლდინგი ინტერესს გამოთქვამს საპარტნიორო ფონდთან ერთად შექმნას საერთაშორისო ინტერნეტ პლათფორმა და პროექტების ხელშესაწყობად საპარნტნიორო ფონდთან ერთად ჩამოაყალიბოს დაფინანსების ახალი მექანიზმები.

ორმხრივი შეხვედრები გაიმართა ასევე, მსხვილ კომპანიებთან: Xian Financial Holding limited

General manager Le bin ; International Engineering Company ; Electric power design Institute co., ltd ;

Baima Wine City Industry CEO – Liang Guo hua ; Xian Evergreen International Trading ltd – General manager David Pang ; Xian Construction Engineering group-თან, რომლებიც ძირითადად განიხილავენ საპარტნიორო ფონდთან ერთად ფინანსური მექანიზმისა და სავაჭრო პლატფორმის შექმნის, სოფლის მეურნეობისა და წარმოების სექტორებში ინვესტირებისა და ტურიზმის სექტოროში, კონკრეტულად სასტუმროების ქსელების განვითარების საკითხებს. შეხვედრების ორგანიზატორი იყო შანსის პროვინციის სახალხო მთავრობა და მისი დედაქალაქის სიანის მერია, კომერციული დეპარტამენტი და საინვესტიციო საკონსულტაციო კორპორაცია „ხუახე ინტერნეშენალი“, რომელმაც საქართველო აბრეშუმის გზის ქვეყნების ფორუმზე საპატიო მონაწილე ქვეყნად გამოაცხადა.

ვიზიტის ფარგლებში საპარტნიორო ფონდის დელეგაციამ შანსის პროვინციის ჩანბას ეკოლოგიური ზონა და ეკოლოგიური პარკი დაათვალიერეს, სადაც ყოველწლიურად ევრაზიის ფორუმი იმართება. პარკი მასპინძლობს ისეთ საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებებს, როგორიცაა საერთაშორისო ექსპოზიციები, მსოფლიო შეჯიბრებები, ფორმულა ერთი, მსოფლიოს ჩემპიონატი ველორბოლაში და სხვა. ფონდის დელეგაციის წევრები შეხვდნენ ჩანბას ეკოლოგიური ზონის მენეჯმენტს და ადგილობრივ მსხვილ კომპანიებს.

საპარტნიორო ფონდის დელეგაციის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გრძლდება. დელეგაციას საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ხელმძღვანელობს. დელეგაციაში იმყოფებიან „არიკ ჯგუფის“ დამფუძნებელი აფზალ რავარი; პანექსის აღმასრულებელი დირექტორი აკაკი პაიჭაძე; საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო ოფისის დირექტორის მოადგილე ნინო ჩოლოყაშვილი; საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის წარმომადგენელი ცისია ფანჩვიძე.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42