მეუფე იაკობი: "არა არს კაცი, რომელი სცხონდეს და არა სცოდოს"
საზოგადოება - 15:07, 19 May, 2013     1342


ამ სიტყვებით დაიწყო ქადაგებნა მეუფე იაკობმა დღეს ჯვართამაღლების დღესთან დაკავშირებთ საზეიმო წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ.

 


,,მე ვიყავი იქ, როგორც ერთი ჩვეულებრივი ქართველი, თუმცა არ გამომივიდა ჩვეულებრივი ქართველივით ყოფნა, მაინც ეპისკოპოსის ჯვარი ცოტა ისეთი ჯვარია... იმისთვის ვიყავი მისული, ვინც მიცნობს, ისინი ცოტა მაინც გამეჩერებინა, ასევე მამები იყვნენ მისულები, რომ ვისაც იცნობდნენ ისინიც გაეჩერბინათ და მადლობა ღმერთს, რომ ხელისუფლებამაც იყოჩაღა. იმ მოკლე პერიოდში ის ადამიანები გაარიდა იქიდან და პოლიციელები და მამები ერთად ეხმარებოდნენ მათ გარიდებაში. ეკლესიაც მივიღებთ ზომებს, ვისაც გადაცდომა მოუვიდათ და კანონიერი ზომებიც მიიღება, მე ვფიქრობ, რომ არც საერო სამართლის წინაშე არ გაუჭირდებათ წარსდგომა და ისეთიც არაფერი გაუკეთებიათ, როგორც ამას ლაპარაკობენ. როდესაც ამდენი ადამიანია, იქ ძნელია მარტო ქრისტიანობასა და მორალზე საუბარი. ბევრმა თავის ადამიანურ ბუნებას ვერ გადააბიჯა და ვიღაცას მტრად შეხედა, შეაგინა ან ხელი მოუქნია. როგორც მითხრეს, სასულიერო პირებიც იყვნენ მათ რიგებში. მე მათ ვერც გავამტყუნებ და ვერც გავამართლებ, ისინიც ადამიანები არიან და შესაძლოა ნერვებმა უმტყუნათ", - განაცხადა მეუფე იაკობმა.


ეპისკოპოსის განმარტებით, 17 მაისს ერს დაუდგა არჩევანი, რადგან ცოდვას ეკლესია ვერ შეურიგდება. თუმცა, მეუფემ იქვე აღნიშნა, რომ "არა არს კაცი, რომელი სცხონდეს და არა სცოდოს". "ჩვენ ყოველდღიურად მრავალ ცოდვას ჩავდივართ, მაგრამ სინანულის გრძნობით შეგვიძლია, კვლავ დავუბრუნდეთ უფალს. არავის უნდა ვახვევდეთ თავს ჩვენი ცხოვრების წესს. თითოეულ ადამიანს აქვს არჩევანი და ერთმანეთის არჩევანში არ უნდა ჩავერიოთ, მაგრამ ეკლესიისგან და ქართველი ერისგან სხვანაირი საქციელი მიუღებელი იქნებოდა. როდესაც 100 ათასი ადამიანი შეიკრიბება, იქ შეიძლება მოვლენები ისე განვითარდეს, რომ საუბედუროდ ვეღარაფერი შეძლოს ადამიანმა. რამდენიმე ათეულ კაცს იმ მომენტში შეეძლო დაეთმო, გადასულიყო სხვაგან და საფრთხე არ შეექმნა საზოგადოებისა და ქვეყნისთვის", - ბრძანა მეუფემ.


"როდესაც გეუბნებიან – დაძაბულია სიტუაცია და გადადი სხვაგან, კეთილი უნდა ინებო და გადახვიდე. თუ ქვეყანა გიყვარს - გადახვალ, როცა ქვეყანა არ გიყვარს და ფული გიყვარს – მაშინ არ გადახვალ. მე ვალდებული ვარ, სიმართლე ვილაპარაკო, რადგან ღვთის წინაშე უნდა წარვდგე, რომ მოვკვდები", - აღნიშნა მეუფემ.


პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იმ ჟურნალისტებსაც მიმართა, რომლებისთვისაც, მისი აზრით, "სამშობლოს დაცვა მეათეხარისხოვანია".


"ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ყველა ადამიანი უნდა დავიცვათ, მაგრამ არ გრცხვენიათ, რომ კითხვები მხოლოდ იმაზეა – ვიღაცის უფლებებს იცავენ თუ არა. ვის იცავთ და რას იცავთ?! ქართველმა ერმა აჩვენა, რას დაიცავს. ეს არ იყო ერთჯერადი აქტი, ძალიან დიდი რამ მოხდა. ჩვენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში არ ვერევით. არავის არსად ვანიშნინებთ და ყველამ ნახა, რომ სამებაში წავედით. ნუ მივიყვანთ ხალხს იმ დონემდე, როგორც რამდენიმე თვის წინ – ყველას კარგად ახსოვს, როგორი აგრესია იყო რამდენიმე პირის მიმართ. ამან შეიძლება, ვიღაცაზე გადმოხეთქოს. თუ გვინდა ქვეყნის კეთილდღეობა, ვინც პატიებას ითხოვს, ვაპატიოთ. ისე ნუ გამოვიყვანთ, რომ მამაომ ხელი მოიქნია – ისიც ადამიანია და ხალხში როცა გაერია, შესაძლოა ეს მოხდა. მნიშვნელობა არ აქვს, სამოქალაქო პირი მოიქნევს ხელს, მამაო თუ სხვა კონფესიის ადამიანი. არ ვამართლებ ამას და ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას, მაგრამ, ეს მაგალითი უნდა იყოს ყველასთვის ჭკუის სასწავლებლად – ქართველი კაცი უფალს არ მიატოვებს. არის რაღაც, რასაც საზოგადოება არ მიიღებს. ევროპა ისეთს მიგვიღებს, როგორებიც ვართ. არა მგონია, ევროპას ჩვენთვის ხელის კვრა უნდოდეს, რადგან ევროპული სივრცე ჩვენთვის ახლობელი სივრცეა, თუმცა ჩვენ ჩვენი ტრადიციები გვაქვს. წავიდა კომუნისტების პერიოდი, როცა გვეუბნებოდნენ როგორ უნდა გვეცხოვრა. შევარდნაძის პერიოდიც წავიდა, სააკაშვილის პერიოდიც წავიდა და ყოველივე ამაზე ყველამ ჭკუა უნდა ვისწავლოთ. მადლობა ღმერთს, გაჩნდა იმედი, რომ ყველანი ერთად შევძლებთ ძლიერი სახელმწიფოს აშენებას, სადაც ყველანი თავისუფლები ვიქნებით. კარგად იცოდეს ყველამ, რომ თავს არავის დავაჩაგრინებთ", - აღნიშნა პატრიარქის ქორეპისკოპოსმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42