ამ განცხადების შემდეგ ევროპულმა ვალუტამ გაუფასურება განაგრძო და გარკვეული პერიოდი მისმა კურსმა 1.05 დოლარი შეადგინა, რითიც 2015 წლის ყველაზე დაბალ მაჩვენებელს გაუტოლდა.
მატეო რენცის ინიციატივა სენატის უფლებების შეზღუდვას ითვალისწინებდა, კერძოდ სენატს ერთმეოდა უფლება მთავრობისთვის უნდობლობა გამოეცხადებინა. ამასთანავე უქმდებოდა სენატორების არჩევითობა და რაოდენობა მცირდებოდა 315 დან 100 ადამიანამდე, რომელთა შემადგენლობაშიც შევიდოდნენ ზედა პალატაში: 74 ადამიანი - რეგიონალური ადმინისტრაციების ხელმძღვანელები, 21 ადამიანი - დიდი ქალაქების მერები, 5 ადამიანს კი ქვეყნის პრეზიდენტი დანიშნავდა. რენცის თქმით ეს წელწადში ნახევარი მილიარდი ევროს დაზოგვის საშუალება იქნებოდა, ამასთანავე დააჩქარებდა კანონების მიღების პროცესს და პოლიტიკურ ცხოვრებას გაცილებით სტაბილურს გახდიდა იტალიაში, სადაც 1948 წლიდან მთავრობა 60 ჯერ შეიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები






