რეფერენდუმის საბოლოო შედეგები ჯერ ცნობილი არ არის, მიუხედავად ამისა როგორც პრემიერმა აღნიშნა, მოსახლეობის უმრავლესობამ წინასწარი მონაცემებით, მის გეგმებს მხარი არ დაუჭირა.
ეგზიტპოლების მიხედვით, რეფერენდუმში მატეო რენცის ინიციატივის წინააღმდეგ 54-58%-მა წავიდა, ხოლო 42-46%-მა მხარი დაუჭირა.
მატეო რენცის ინიციატივა სენატის უფლებების შეზღუდვას ითვალისწინებდა, კერძოდ სენატს ერთმეოდა უფლება მთავრობისთვის უნდობლობა გამოეცხადებინა. ამასთანავე უქმდებოდა სენატორების არჩევითობა და რაოდენობა მცირდებოდა 315 დან 100 ადამიანამდე, რომელთა შემადგენლობაშიც შევიდოდნენ ზედა პალატაში: 74 ადამიანი- რეგიონალური ადმინისტრაციების ხელმძღვანელები, 21 ადამიანი - დიდი ქალაქების მერები, 5 ადამიანს კი ქვეყნის პრეზიდენტი დანიშნავდა. რენცის თქმით ეს წელწადში ნახევარი მილიარდი ევროს დაზოგვის საშუალება იქნებოდა, ამასთანავე დააჩქარებდა კანონების მიღების პროცესს და პოლიტიკურ ცხოვრებას გაცილებით სტაბილურს გახდიდა იტალიაში, სადაც 1948 წლიდან მთავრობა 60 ჯერ შეიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები






