5 დეკემბრის ანონსი
ანონსი - 23:23, 04 Dec, 2016     1240

10:00 საათზე - არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტერნეტის განვითარების ინიციატივა“ დომენური სახელების ბოროტად გამოყენების თემაზე - Investigating DNS Abuse & Criminal use of the DNS, სახელმწიფო უწყებების და სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებისთვის ორდღიან სასწალო კურსს გამართავს.

მის.: შ. ჩიტაძის ქ. #3ა

საკონტაქტო პირი ვლადიმერ სვანაძე - 557 155-168

10:30 საათზე - სასტუმრო „რუმს თბილისში“ კოალიცია „თანასწორობისათვის“ ორგანიზებით მრგვალი მაგიდა გაიხსნება, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მთავრობის წარმომადგენლები საქართველოს სტამბოლის კონვენციასთან მიერთების საკითხს განიხილავენ, როგორც ქალთა მიმართ ძალადობის შემცირების ერთ-ერთ მექანიზმს. მრგვალ მაგიდას გახსნიან პარლამენტის ვიცესპიკერი თამარ ჩუგოშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი.

11:00 საათზე - პორტალ ”კვირას“ პრესკლუბში, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

მის: ნუცუბიძის ქ.#14ბ, სადარბაზო 1, სართული 2

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

11:00 საათზე - საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თამარ ლილუაშვილი, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი საქართველოში კენ უოლში და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს.

მისამართზე: ბამბის რიგის 7, მეორე სართული, თბილისი.

11:00 საათზე - „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში ოთო კახიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

11:00 საათზე - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი BTU საქართველოში ციფრული ეკონომიკის განვითარების ინიციატივის პრეზენტაციას გამართავს.

მის: ბაგები, ი. ჭავჭავაძის გამზ. #82 (სამახარაულის სახ. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ასახვევის ბოლოს)

11:00 საათზე - სასტუმრო ”ქორთიარდ მერიოტში”, ნატოს მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის (SPS) პროგრამის ფარგლებში, გაიმართება ორდღიანი სემინარი: - ”უსაფრთხოების ახალი რისკების მართვა ენერგეტიკული ნაკადებისთვის სამხრეთ კავკასიაში“.

საკონტაქტო პირი ლონდა - 598 21 22 25

11:30 საათზე - პორტალ ”კვირას“ პრესკლუბში პროფესორი, ფინანსისტი და ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ეროვნული ვალუტა; მთავრობის ეკონომიკური პაკეტი; 2017 წლის ბიუჯეტი და ლარის კურსიდან გამომდინარე საჭირო იქნება თუ არა მისი კორექტირება; ეროვნული ბანკის პოლიტიკა.

მის: ნუცუბიძის ქ.#14ბ, სადარბაზო 1, სართული 2

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

12:00 საათზე - სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეულის ფარგლებში გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექციას გამართავს.

12:00 საათზე - " ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე ბრიფინგს გამართავს და საქართველოს მთავრობას მიმართავს.

თემა: აშშ-ის კონგრესის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი.

მის: კოსტავას 1 შესახვევი #7

საკონტაქტო თამარ ჯინჭარაძე - 551662525

12:00 საათზე - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეხვედრა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის (მეგობრობის ჯგუფის) წევრებთან

თბილისი, თავმჯდომარის სათათბირო ოთახი (B კორპუსი, II სართული)

12:40 საათზე - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის (მეგობრობის ჯგუფის) წევრების განცხადება პრესისთვის

13:00 საათზე - საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის (მეგობრობის ჯგუფის) წევრებთან

თბილისი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახი (C კორპუსი, ოთახი 420)

14:00 საათზე - „პირველის“ პრესკლუბში დიდუბის რაიონის ყოფილი მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი რურუა პრესკონფერენციას გამართავს

თემა: ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში აბას თალები ფარი აწვდის ინფორმაციას რომ ირანი მზად არის საქართველოს მიაწოდოს გაზი როგორც შიდა მოხმარებისთვის ისე ექსპორტისთვის.

საუბარია სამხრეთ გაზის დერეფნის განვითარებაზე, ისტორიულ პროექტზე, რომელიც დაჩრდილა ქართულმა მხარემ აზერბაიჯანის აქტიური მოქმედებების დახმარებით

მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი ,,დიდუბე პლაზა", მე-2 სართული. საკონტაქტო პირი: 595 03 77 22 - თამთა კალანდაძე

15:00 საათზე - პარლამენტის ბიუროს სხდომა

თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

16:00 საათზე - განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სამუშაო შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან

თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

17:00 საათზე - საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა

თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42