პენტაგონის შეფი: აშშ აგრძელებს და კვლავაც უნდა გააგრძელოს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლა
მსოფლიო - 17:34, 04 Dec, 2016     2692
აშშ თავდაცვის უწყების მოქმედი ხელმძღვანელი ეშტონ კარტერი კიდევ ერთხელ გამოვიდა რუსეთის კრიტიკით და განაცხადა, რომ აშშ აგრძელებს და კვლავაც უნდა გააგრძელოს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლა, წინ აღუდგეს მისგან მომდინარე ძველ, ამჟამინდელ და მომავალ საფრთხეებს.

"ის, რასაც აკეთებს აშშ, როგორც ქვეყანა, თუ როგორც NATO-ს წევრი სახელმწიფო, არის იმის გარანტი, რომ ჩვენ კვლავაც წინ აღვუდგებით რუსეთის აგრესიას, რომ ჩვენ მზად ვართ ხანგრძლივი დაპირისპირებისათვის," - აცხადებს კარტერი.

"რუსული პოლიტიკა, მისი აგრესია და პროვოკაციები ყალბი ამბიციისა და უაზრო წყენების შედეგია, მოსკოვი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს, შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმებას და მსოფლიოს ბირთვული იარაღით აშინებს," - დასძინა კარტერმა რონალდ რეიგანის ბიბლიოთეკაში გამოსვლისას.

"არავის ჰქონდეს ილუზია! ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ჩვენს მოკავშირეებს, მსოფლიო წესრიგის პირობებს და იმ მომავალს, რომელსაც ეს წესრიგი უქადის კაცობრიობას," - განაცხადა კარტერმა გამოსვლის ბოლოს.

შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ ეშტონ კარტერმა მკვეთრი განცხადება გააკეთა რუსეთის მიერ საქართველოში, უკრაინასა და სირიაში განხორციელებული ქმედებების გამო.

ეშტონ კარტერი აგრეთვე მიესალმა ახალი ადმინისტრაციის განცხადებას პენტაგონის შეფად ჯეიმს მატისის წარდგენის შესახებ.

"მე მინდა მივულოცო გენერალ ჯეიმს მატისს, მე ჯიმისტან ერთად მიმუშავია, ვიცნობ მის შეხედულებებს. ის ჩემი მეგობარია და მის მიმართ უდიდესი პატივისცემის გრძნობა გამაჩნია," - აღნიშნა კარტერმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42