უკრაინაში, კიევთან ახლოს, გაუგებრობისა და ურთიერთშეუთანხმებლობის გამო ორ სხვადასხვა სამართალდამცავ უწყების წარმომადგენლებს შორის ატეხილ სროლას 5 ადამიანი ემსხვერპლა.
ადგილობრივი სისხლის სამართლის დანაშაულის საგამოძიებო სამსახურში შევიდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ კიევთან ახლოს ერთერთ დასახლებულ პუნქტში სახლის ძარცვა უნდა მომხდარიყო. სამსახურის წარმომადგენლები, ორ პოლიციელთან ერთად, სახლთან ახლოს ჩასაფრდნენ.
საუბედუროდ, ამავე დასახლების ერთერთ სახლში სიგნალიზაცია ჩაირთო და ვითარებაში გასარკვევად აღნიშნულ მისამართზე უკრაინის დაცვის სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლები გაემართნენ.
ჩასაფრებულ სამართალდამცავებს დაცვის სამსახურის წარმომადგენლები მძარცველები ეგონათ და სროლა ატეხეს. შედეგად დაიღუპა ორი პოლიციელი, ორი დაცვის სამსახურის უფროსი და ერთი სპეცრაზმელი.
ნამდვილმა დამნაშავეებმა, სროლის ხმა გაგიგეს და მიმალვა სცადეს, თუმცა ისინი მალევე დააკავეს. მომხდარ ფაქტს კიევის პროკურატურა იძიებს.
მასალის გამოყენების პირობები






