აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაარღვია აკრძალვა, რომელიც ეხება ტაივანთან ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობის შეზღუდვას და ქვეყნის პრეზიდენტ ცაი ინვენთან სატელეფონო საუბარი გამართა. აღსანიშნავია, რომ ორი ქვეყნის ლიდერს უკვე ათეულობით წლებია ურთიერთობა არ ჰქონია.
ამ ფაქტმა ჩინეთის თავშეკავებული პროტესტი გამოიწვია, რომელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ ფაქტს ტაივანის "ბავშვური გამოხტომა" უწოდა.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთი ტაივანს არ თვლის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და მსოფლიოს ქვეყნებისგან მოითხოვს, რომ არ ჰქონდეთ მასთან ოფიციალური ურთიერთობები, ხოლო აშშ-ში 1979 წლიდან მოქმედებს კანონი, რომლის თანახმადაც დასაშვებია ტაივანთან ეკონომიკური, კულტურული და სამხედრო ურთიერთობები, თუმცა აკრძალულია ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება.
აშშ-ს მოქმედი ადმინისტრაციის განცხადებით, ოფიციალურ ვაშინგტონს ამ საუბრის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონია, ხოლო როგორც აშშ-ს "ხელისუფლების გადაბარების ჯგუფი" აცხადებს ტრამპსა და ცაის შორის საუბარი ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო თემებს ეხებოდა.
ცაის ადმინისტრაციის განცხადებით, ტაივანის მხრიდან საუბარში საგარეო საქმეთა და უშიშროების მინისტრებიც მონაწილეობდენ.
ამ ფაქტს თავად დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ცაიმ მას პრეზიდენტობის მილოცვის მიზნით დაურეკა და მეორეც, მას არ ესმის, რატომ არ უნდა უპასუხოს იმ ქვეყნის ლიდერის სატელეფონო ზარს, რომელსაც აშშ წლებია იარაღით ამარაგებს.
მასალის გამოყენების პირობები






