ამ თემაზე საგანგებო რეპორტაჟი "ლაიფნიუსმა" მოამზადა და კადრში გაოცებული რეესტრის თანამშრომლებიც აჩვენა, რომლებიც აცხადებენ, რომ მსგავსი შემთხვევა პრაქტიკაში არ ჰქონიათ.
სიუჟეტიდან ირკვევა, რომ ლევან ტყებუჩავა-პუტინი 10 წელზე მეტია, მოსკოვში ცხოვრობს. ის რუსეთის ნაკრების გულშემატკივარია ჩოგბურთში და უკვე დიდი ხანია, ასევე გულშემატკივრობს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს.
ტყებუჩავა-პუტინი ამბობს, რომ ახალი ხელმოწერის დამუშავება-ათვისება მოუწევს. ის ამაყობს, რომ მისი გვარის დასახელებაში "პუტინი" გაჩნდა.
რუსეთის პრეზიდენტსა და რუსულ სპორტს ლევანის მეუღლე, ოლია ტყებუჩავაც გულშემატკივრობს, მაგრამ გვარის გადაკეთებისგან მაინც თავს იკავებს.
სამაგიეროდ, ლევან ტყებუჩავას გადაწყვეტილება ძალიან მოსწონთ მის თანაპარტიელებს: ისინი ტყებუჩავა-პუტინზე დაუფარავი აღტაცებით საუბრობენ.
მასალის გამოყენების პირობები






