ლარის ,,რუბლიზაციის“ საიდუმლო - ქართული ენერგეტიკა რუსული აქცენტებით
პოზიცია - 17:31, 02 Dec, 2016     17588
მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება საგანგაშოს ვერაფერს ხედავს, ბავშვიც კი ხვდება, რომ „შავ დღეში“ ვართ. ზოგადად, იმაზე დიდი „შავი დღე“ რაღა უნდა იყოს, რომ ლარი გაუფასურების რეკორდს-რეკორდზე ამყარებს. ამ პროცესს სხვანაირდ შეიძლება, ლარის „რუბლიზაცია“ ვუწოდოთ. ეს ტერმინი მით უფრო გამართლებულია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში შემოსვლას რუსული „ალფა ბანკი“ აპირებს. ეს რუსული ბანკი 1990 წელს დაარსდა და, როგორც ამბობენ, პირდაპირ რუსული სპეცსამსახურებისგან იმართება. ამ ფონზე შესაძლოა, გაჩნდეს ვერსია, რომ ლარის კოსმიურ გაუფასურებაში რაღაცნაირად სწორედ უშიშროების სამსახურების ხელი ურევია. ამ ვერსიას არსებობის უფლება მით უმეტეს აქვს, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2017 წლის იანვრიდან, საწვავზე აქციზის გადასახადი გაძვირდება, რასაც ექსპერტების შეფასებით, ავტომატურად საკვები და პირველადი მოხმარების სხვა პროდუქტების გაძვირებაც მოჰყვება, პირველ რიგში კი, სავარაუდოდ, ელექტროენერგიის გადასახადი მოიმატებს. ლარის რუბლიზაციის მთავარი „ძაღლის თავიც“, როგორც „ნიუპოსტს“ უხსნიან, შესაძლოა, სწორედ ენერგეტიკა იყოს.


ზოგადად, ენერგეტიკა, ეკონომიკაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, პოლიტიკური ზეწოლის, გნებავთ, მანიპულაციებისთვის კარგი იარაღია. ეს კი არადა, ცალკეულ ექსპერტულ წრეებში უკვე დიდი ხანია, არსებობს მოსაზრება, რომ იგივე 2008 წლის აგვისტოს ომის, ანუ 5-დღიანი რუსული აგრესიის მთავარი სამიზნე ქართულ ენერგოსისტემაზე მონოპოლიის დამყარება იყო.

„ნიუპოსტის“ წყარო ამ თემას უფრო შლის და ამბობს, რომ აგვისტოს ომით კრემლმა ქართულ ჰიდროკარბონების ინფრასტრუქტურაზე სრული კონტროლი დაამყარა.

„წლებია, რუსეთის სამთავრობო ინსტემბლიშმენტი „გაზპრომს“ ენერგოიარაღად იყენებს: კრემლი ევროპის არაერთ სახელმწფოს ენერგოშანტაჟის ქვეშ ამყოფებს. ამასთან, არ დაგვავიწყდეს, რომ სეპარატისტულ რეგიონებს ე.წ. უფასო ენერგიას სწორედ ეს რუსული სახელმწიფო კომპანია აწვდის. მეტიც, დე ფაქტო რესპუბლიკებისთვის „გაზპრომს “ მილსადენებიც გაჰყავს. გავიხსენოთ თუნდაც 2009 წლის ზაფხული, როცა აგვსტოს ომიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ, ე.წ. სამხრეთ ოსეთში „ძუარიკაუ-ცხინვალის გაზსადენის“ მშენებლობა დასრულდა. ყველაფერ ამით კრემლი საქართველოს მიტაცებული ტერიტორიების ეკონომიკურ გამოცოცხლებს ცდილობს,“ - ეუბნება „ნიუპოსტს“ პიროვნება, რომელიც ეკონომიკის გარდა, სპეცსამსახურების მუშაობაშიც კარგად ერკვევა.

ამ კონტექტსში საინტერესოა ერთი გარემოება: რამდენიმე საერთაშორისო კრიმინალისტურ-ანტიკორუფციული ორგანიზაცია „გაზპრომს“ ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ კრიმინალურ გაერთიანებად მიიჩნევს. „ნაციონალების“ განცხადებით კი, „გაზპრომში“ აქციებს საქართველოს ყოფილი პრემიერიც ფლობს.

„ალბათ, გსმენიათ ე.წ. მედვედევ-პუტინის დოქტრინის შესახებ, რომელიც სეპარატისტული რეგიონების რუსეთის ეკონომიკურ, სამხედრო და პოლიტიკურ მხარდაჭერას ითვალისწნებს. სინამშვილეში, კრემლს სხვა მიზნები ამოძრავებს, რაც აგვისტოს ომის შემდეგ ნათლად გამოჩნდა. დიახ, აგვისტოს ომმა ნათელყო, რომ პუტინის პროგრამა მინიმუმი საქართველოს პროდასავლური ორიენტაციის შეცვლა და საქართველოზე გამავალი მილსადენების გაკონტროლებაა,“ - ამბობს „ნიუპოსტის“ წყარო და ამ კონტექტსში ევროკომისიის მიერ 2008 წლის ოქტომბერში მიღებულ ე.წ. „მწვანე დოკუმენტს“ იხსენებს, რომელშიც ნათქვამია: საქართველოში მიმდინარე მოვლენებმა დაგვანახა, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის ახლა კრიტიკული დროა.“

2008 წლის მიწურულს, ევროკომისიამ კიდევ ერთი დოკუმენტი მიიღო, რომლის თანახმადაც, „სამხრეთის გაზის დერეფანი“ ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოების პრიორიტეტია. თითქმის ანალოგიური აქცენტებია გაკეთებული აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიაშიც, რომელიც 2009 წლის დასაწყისში იქნა ხელმოწერილი.

ეს ყველაფერი კი, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ამყარებს ეჭვს, რომ აგვისტოს ომის უმთავრესი მიზანი საქართველოზე გამავალი ალტერნატიული მილსადენების ხელში ჩაგდება თუ არა, გაკონტროლება მაინც იყო.

სხვთა შორის, თავის დროზე ლავროვმა ღიად განაცხადა, რომ საქართველო-უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში, ევროპა გაიყოფა და შესაძლოა, კიდევ ერთი მძლავრი ანტირუსლი გერთიანება ჩამოყალიბდეს. ეს აზრი სხვა რუს პოლიტიკოსებსაც არაერთხელ გამოუთქვამთ. კრემლი დღესაც დარწმუნებულია, რომ ნატო-ს გაფართოება „არსებითად ნეგატიური გეოპოლიტიკური“ მოვლენა იქნება.

„ჩვენს სატრანზიტო ინფრასტრუქტურა, ერთი შეხედვით, რუსეთის მთავარი სამიზანე არ გახლავთ, მაგრამ ის სიადვილე, რითიც მისმა ჯარებმა შეძლეს ამ ინფრასტრუქტურამდე მიღწევა, საქართველოზე გამავალი მარშრუტების მოწყვლადობასა და მათ დაუცველობაზე მიანიშნებს. ამით მოსკოვმა აშკარად დაგვანახა, რომ შეუძლია, თავისი გავლენა გაავრცელოს არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ, აზერბაიჯანსა და დასავლეთზეც,“ - ამბობს „ნიუპოსტის“ წყარო და აქვე, იხსენებს, რომ „ოცნებამ“, ხელისუფლებაში მოვიდა თუ არა, იმის აფიშრებას მიჰყო ხელი, რომ აგვისტოს ომი საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ დაიწყო.

„ეს, ვფქირობ, შემთხვევითი მესიჯი არ უნდა ყოფილიყო,“ - გამოთქვამს თავის ვარაუდს „ნიუპოსტის“ რესპოდენტი, რომელიც ლარს კიდევ უფრო მძიმე „შავ მომავალს“ უწინასწარმეტყველებს და არ გამორიცხავს, რომ ყველაფერ ეს შესაძლოა, იმის წინაპირობა გახდეს, რომ დღის წესრიგში საქართველოს ევრაზულ კავშირში გაწევრიანების საკითხი დადგეს.

„ველოდები, რომ გამოჩნდებიან ცალკეული პოლიტიკური ჯგუფები ან, სულაც, ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც შეეცდებიან, შექმნან საზოგადოებრივი აზრი, რომ ლარის და, შესაბამისად, ქართული ეკონომიკის გადარჩენის ერთადერთი გზა და ხსნა რუსული ეკონომიკური სივრცე, ანუ ევრაზიული კავშირია.

„ღმერთმა ქნას, ვცდებოდე, მაგრამ თუ ჩემი ვარაუდი გამართლდა, მაშინც უკვე იმაშიც აღარ შემეპარება ეჭვი, რომ ლარის ისტერიულ გაუფასურებას პოლიტიკური მოტივები აქვს. შესბამისად, ის ეჭვიც გონივრული იქნება, რომ ამ ყველაფრის უკან გარკვეული ბიზნეს და პოლიტკური წრეები დგანან, რომელთა მიზანიც ხელისუფლებაზე შანტაჟი და ქვეყნის საგარეო ორიენტრების შეცვლაა“, - ეუბნება „ნიუპოსტს“ რესპოდენტი, რომელიც შესაბამის სამსახურებს ურჩევს, ლარის თემაზე სკურპუოზული გამოძიება დაიწყონ.

სხვათა შორის, შესაძლო გამოძიებაზე ეკონომიკის ექპსერტი მიხეილ დუნდუაც ლარაკობს და ამბობს, რომ იმის გამო, რაც ლართან დაკავშრებით ბოლო დღეებში ხდება, საბანკო სექტორს პასუხი უმკაცრესად უნდა მოეთხოვოს.


ირაკლი ბიძინაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42