დედა სიდონია: გინებით უფლის დაცვა ყოვლად გაუმართლებელია
საზოგადოება - 16:00, 18 May, 2013     1291

ასე შეაფასა დედა სიდონიამ 17 მაისს თბილისში ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს დაგეგმილი აქციის მოწინააღმდეგეთა ქმედებები. 
ამის შესახებ დედა სიდონიამ ნეწსცაფე.გე-სთან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

დედა სიდონია გაუმართლებლად მიიჩნევს აქციის დარბევას და ფიზიკურ ანგარიშსწორებას:

 

"დღეს მთელი დღე ამ მოვლენებს თვალს ვადევნებ და რისი აღნიშვნის სურვილიც გამიჩნდა პირადად არის ის, რომ თვითონ სოციუმშია პრობლემა, საზოგადოებაში რომ არის რადიკალიზმი, აქ საპატრიარქო რა განცხადებას გააკეთებს და საზოგადოება, მასები ამას როგორ აღიქვავს, თუნდაც ერთი მხარე და თუნდაც მეორე მხარე და ამისი როგორი ინტერპრეტაცია ხდება, აი აქ არის პრობლემა. თვითონ განცხადებაში მე პრობლემას ვერ ვხედავ. იმიტომ რომ საპატრიარქოს აქვს უფლება გააკეთოს განცხადება. ვფიქრობ რომ იგივე რაოდენობის ხალხი გამოვიდოდა, თუნდაც საპატრიარქოს განცხადება არ გაეკეთებინა და შეიძლება უფრო ცუდი ფორმებითაც ყოფილიყო, იმიტომ რომ მე რასაც თვალს ვადევნებ, სიწმინდეების, პატრიარქის და უფლის დაცვა გინებით ყოვლად გაუმართლებელია და ამ ადამიანებზე ვერ ვიტყოდი რომ ისინი სიწმინდეებს იცავენ , ეს არის ისევ და ისევ ცოტა დაუხვეწავი ქართული მენტალობა, რომელიც ჩემთვის ძალიან საწყენია.

 

ვთვლი რომ აქცია არ უნდა დარბეულიყო, რა თქმა უნდა, მათ აქვთ თავისი აზრის დაფიქსირების უფლება ასევე ეთიკის და საზღვრების ფარგლებში და ასევე საზოგადოებას, რომელიც უმრავლესობაა და რომლისთვისაც აბსოლუტურად მიუღებელია და არ არის ქართულ მენტალობასთან და აღქმასთან ეს ახლოს და ძალიან ბუნებრივი რეაქციაა საზოგადოების მხრიდან მიუღებლობა, მაგრამ აქ ისევ და ისევ ფორმასთან და ეტიკეტთან გვაქვს საქმე, რომ არანაირი უფლება არა აქვთ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენონ, დაამცირონ...რაღაც ბარბაროსობასთან გვაქვს საქმე." - განაცხადა დედა სიდონიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42