პუტინმა საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია დაამტკიცა - მოსკოვი NATO-ს გაფართოებას ნეგატიურად უყურებს
მსოფლიო - 21:18, 01 Dec, 2016     4279
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია დაამტკიცა. დოკუმენტი, რომელიც სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა, ძალაში მისი ხელმოწერის დღიდან, 2016 წლის 30 ნოემბრიდან შევიდა. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი მოსკოვი შეიარაღების კონტროლის მკაცრად ერთგული რჩება და იგივეს მოითხოვს პარტნიორებისგან. კონცეფციაში ხაზგასმულია, რომ რუსეთი მზადაა გააგრძელოს ბირთვული არსენალის ეტაპობრივი შემცირების საკითხის შემდგომი განხილვა და მტკიცედ უჭერს მხარს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის საკითხს. დოკუმენტში ასევე საუბარია იმაზეც, რომ წამყვან სახელმწიფოებს შორის ომის საფრთხე, მათ შორის ბირთვულის, მაღალი არაა, თუმცა იზრდება რისკი მათი რეგიონალურ კონფლიქტებში ჩართულობისა.

დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული NATO-სა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზე, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული მოსკოვი ნეგატიურად უყურებს NATO-ს გაფართოებას, ალიანსის ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებთან მიახლოებას და სამხედრო საქმიანობის მოცულობის გაზრდას. ასევე აღნიშნულია ისიც, რომ ამერიკის მიერ ანტისარაკეტო გლობალური თავდაცვის სისტემის შექმნას, რუსეთი როგორც საფრთხეს ისე აღიქვამს და უფლებას იტოვებს, რომ ადეკვატურ ზომებს მიმართოს. ამასთანავე კრემლი აცხადებს, რომ რუსეთი დაინტერესებულია ამერიკასთან ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბებით, იმის გათვალისწინებით, რომ ორივე ქვეყანას საერთაშორისო უსაფრთხოების შენარჩუნებაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია. ამავდროულად ნათქვამია, რომ მოსკოვი არ შეურიგდება ვაშინგტონის მხრიდან ზეწოლის განხორციელებას და იტოვებს უფლებას , რომ არამეგობრულ ქმედებებს მკაცრი პასუხი გასცეს.

დოკუმენტში ცალკეა განმარტებული, რომ მოსკოვი საზღვარგარეთ თავისი მედიის პოზიციების გასაძლიერებლად და ინფორმაციული უსაფრთხოების დასაცავად ახალ ტექნოლოგიებს გამოიყენებს.

ასევე კონცეფციაში ნათქვამია, რომ რუსეთი გააფართოებს თავის მისიას ანტარქტიკაზე , შეეცდება დაძაბულობის განმუხტვას კორეის ნახევარკუნძულზე, კვლავაც განავითარებს ჩინეთთან თანამშრომლობას და იაპონიასთან კეთილმეზობლურ ურთიერთობას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42