საპარტნიორო ფონდის დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქმიანი ვიზიტით გაემგზავრა
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:47, 01 Dec, 2016     1815
საპარტნიორო ფონდის დელეგაცია ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქმიანი ვიზიტით გაემგზავრა. ფონდის დელეგაცია სამუშაო შეხვედრებს ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლებსა და 7 სხვადასხვა პროვინციის საქმიანი წრეებთან გამართავს.

ფონდის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს საკონსულტაციო კომპანია „ხუახე ინტერნეშენალის“ მიერ ორგანიზებით გამართულ „საერთაშორისო თანამშრომლობის კონფერენციაში“. ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე 2015 წლის დეკემრიდან ამ კომპანიის საპატიო მრჩეველ-კონსულტანტია. კონფერენციაზე აბრეშუმის გზის ქვეყნების სავაჭრო - საინვესტიციო პროექტების პრეზენტაცია იგეგმება.

ვიზიტის ფარგლებში საქმიანი შეხვედრები გაიმართება გაზისა და ნავთობის პროექტებთან დაკავშირებით. იგეგმება შეხვედრები კომპანიების „ბეიჯინგ ფანგუეან ჩინტ ენერჯი ტექნიკალ კოსა“ და „ვმ ენერჯი“-ის მენეჯმენტთან. დაგეგმილია შეხვედრები ლოკომოტივების პროექტთან დაკავშირებით კომპანია CRRC-თან. საქმიანი ვიზიტია ჩანიშნული „ფუთაოშენგის ჯგუფთან“ წარმომადგენლობასთანაც.

საპარტნიორო ფონდის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გუანდუნის პროვინციაში „აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის“ და საქართველოს სავაჭრო სამრე წველო პალატის თანამშრომლობის საფუძველზე „აბრეშუმის გზისსაერთაშორისო თანამშრომლობისა და ვაჭრობის ცენტრში“ საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლობის გახსნა იგეგმება, რომელიც ინვესტიციების მოზიდვასა და საქართველო - ჩინეთს შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

დელეგაციის წევრები „აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის“ ორგანიზებით „თანამშრომლობის განვითარების კონფერენციაში“ სახელწოდებით „საერთაშორისო ინდუსტრიული პარკების ერთობლივი მშენებლობისათვის“ მიიღებენ მონაწილეობას. დაგეგმილია შეხვედრა აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარესთან.

საპარტნიორო ფონდის დელეგაციის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 13 დეკემბერს შანხაიში დაგეგმილი ოფიციალური შეხვედრებით დასრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42