უმრავლესობით გასული კოალიცია აკომპლექტებს მინისტრთა კაბინეტს.იმედს გამოვთქვამ, რომ ეს მინისტრთა კაბინეტი შეასრულებს იმ დაპირებას, რაც წინასაარჩევნო პერიოდში ჰქონდათ და რის შესრულებასაც საზოგადოება ითხოვს.მე მაქვს გარკვეული საკითხები, რაზეც არ ვეთანხმები ქართული ოცნების წარმოდგენილ გეგმას და უკვე დავაფიქსირე ამის შესახებ.ეს ეხება აფხაზეთის მხარედ აღიარებას. ისე ხდებოდა, რომ ჩემი განცხადების შემდეგ ერთი კანდიდატი იძახოდა ერთს, მეორე-მეორეს, ვერ დავინახე ერთიანი პოზიცია გარკვეულ საკითხებში და ახლა შეფასება იმისა, თუ როგორი იქნება ეს მინისტრთა კაბინეტი, ჩემი მხრიდან არასწორი იქნება, რადგან პირველი დღეა მათი სამუშაო სტარტის აღებისა. მივცეთ ,,ფორა“, რას იზამენ. კრიტიკა ყველასთვის ადვილია და თუ დაიმსახურებენ, მეც არ დავაკლებ.ჩემთვის მთავარია ის, რომ დაიწყოს კაბინეტმა მუშაობა და დანარჩენი მერე გამოჩნდება. ნიშნები უკვე იკვეთება-მუშების გაფიცვა და დევნილების შენობებში შეჭრა-ეს საკითხები უკვე დასალაგებელია. საყვედური არ შეიძლება მქონდეს, პირველი დღეა და მხოლოდ ამის გამო. რეალურად, მათ შეეძლოთ რეაგირება მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებამდეც, რადგან წარდგენილი უკვე იყო, მაგრამ რახან დამტკიცება სჭირდებოდათ, კი ბატონო. ვნახოთ შედეგი ერთ-ორ თვეში“._ აცხადებს პაატა დავითაია.
მასალის გამოყენების პირობები






