8 საშინელი ავიაკატასტროფა სპორტის ისტორიაში (ფოტოკოლაჟი)
ეს საინტერესოა - 15:36, 30 Nov, 2016     10821

კოლუმბიაში მომხდარმა ავიაკატასტროფამ, რომელმაც ბრაზილიური საფეხბურთო კლუბის წევრების სიცოცხლე იმსხვერპლა, მსოფლიო შეძრა. თუმცა მსოფლიო სპორტის ისტორიაში მრავლად ყოფილა მსგავსი ტრაგედიები, როდესაც ავიაკატასტროფას სწორედ სპორტსმენები, ზოგჯერ კი სპორტსმენთა მთელი გუნდი ეწირებოდა:

1949- „ტორინო“

1949 წლის მაისში იტალიური საფეხბურთო კლუბის „ტორინოს“ თვითმფრინავი, ტურინთან ახლოს მთებში ჩამოვარდა. დაიღუპა 31 ადამიანი. იმ დროისთვის „ტორინო“ წამყვანი იტალიური კლუბი იყო.

1958- ავიაკატასტროფა მიუხენში

თვითმფრინავი, რომელშიც „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელები იმყოფებოდნენ ასაფრენ ბილიკზე ჩამოვარდა. დაიღუპა 8 ფეხბურთელი და კიდევ 15 ადამიანი. ავარიის მიზეზი ძლიერი თოვლი გახდა. თვითმფრინავმა რამდენიმე ცდის მიუხედავად სიმაღლე ვერ აიღო და ასაფრენ ბილიკზე ჩამოვარდა. დაეჯახა აეროპორტის ღობეს, შემდეგ კი აეროპორტთან მდებარე სახლებსაც.

1961 - აშშ-ის ნაკრები ფიგურულ სრიალში

აშშ-ის ნაკრების ყველა წევრი, 18 ადამიანი დაიღუპა მაშინ როდესაც მათი ბოინგი , რომელიც ნიუ იორკი- ბრიუსელის რეისს ასრულებდა ბრიუსელის აეროპორტში დაჯდომისას ჩამოვარდა. მთლიანად კატასტროფას 73 ადამიანი ემსხვერპლა. სპორტსმენები პრაღაში მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად მიემართებოდნენ. მათი ხსოვნის საპატივსაცემოდ ჩემპიონატი გადაიდო.

1972 - ცოცხლად გადარჩენილები!

1972 წლის 13 ოქტომბერს, პარასკევს, ურუგვაის ავიაციის ავიალაინერი Fairchild FH-227D ასრულებდა რეისს მონტევიდეო-სანტიაგო. მის ბორტზე ეკიპაჟის 5 წევრი და 40 მგზავრი იმყოფებოდა (მორაგბეთა კლუბ „ოლდ კრისჩენსის“ წევრები, მათი ახლობლები და სპონსორები)

სანტიაგოსთან მიახლოებისას ლაინერი ციკლონში მოხვდა, კლდეს შეეჯახა და მთებში ჩამოვარდა.

ის რომ კატასტროფას ყველა მგზავრი არ ემსხვერპლა, მაშველებმა მხოლოდ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც ორმა გადარჩენილმა 10 დღის სიარულის შემდეგ ანდების მთებში მწყემსების სადგომამდე მიაღწია.

ჩამოვარდნილი თვითმფრინავის მგზავრებს მთლიანობაში მთებში 2 თვის გატარება მოუწიათ, მათგან 14 გადარჩა.

ამ ისტორიაზე წიგნი დაიწერა და 1993 წელს ფილმიც გადაიღეს „გადარჩენილები“- Alive, სადაც აღწერილია, კატასტროფას გადარჩენილი მგზავრები, როგორ ჭამდნენ მათი დაღუპული მეგობრების ხორცს, რათა შიმშილით არ დახოცილიყვნენ.

1979- „პახტაკორ“ ტაშკენტი

1979 წლის აგვისტოში საფეხბურთო კლუბ „პახტაკორის“ 17 წევრი დაიღუპა მაშინ, როდესაც მათი თვითმფრინავი Ту-134 უკრაინის საჰაერო სივრცეში აეროფლოტის მეორე თვითმფრინავს შეეჯახა. ორივე თვითმფრინავის ბორტზე მთლიანობაში 178 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან ყველა დაიღუპა. დამნაშავეებად დისპეჩერები ცნეს, რომელთა არასწორი მითითებების გამო თვითმფრინავები ერთ კურსზე აღმოჩნდნენ.

საბჭოთა კავშირის სხვა საფეხბურთო კლუბებმა მოთამაშეები გამოყვეს იმისთვის, რომ „პახტაკორის“ შემადგენლობა შევსებულიყო და მას სათამაშო სეზონი დაესრულებინა.

1987- „ალიანსა ლიმა“

პერუს საფეხბურთო კლუბი „ალიანსა ლიმა“ ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი წარმატებული იყო. ისინი დედაქალაქში ბრუნდებოდნენ, როდესაც მათი თვითმფრინავი აეროპორტში დაშვებამდე რამდენიმე წუთით ადრე ზღვაში ჩავარდა, დაიღუპა მთელი გუნდი, 43 ადამიანი. ერთადერთი ვინც ავიაკატასტროფას გადაურჩა თვითმფრინავის პილოტი იყო.

1993 - ზამბიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

ზამბიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების 18 წევრი დაიღუპა მაშინ , როდესაც ზამბიის ავიაციის კუთვნილი თვითმფრინავით მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში მონაწილეობის მისაღებად მიემართებოდა. ავიაკატასტროფა 1993 წლის 27 აპრილს გაბონის სანაპიროსთან მოხდა. ავიაკატასტროფიდან 10 წლის შემდეგ გამოძიებამ დაადგინა, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ძრავის გაუმართაობა გახდა.

2011- ჰოკეისტთა გუნდი „ლოკომოტივი“, იაროსლავი

2011 წლის სექტემბერში მომხდარმა კატასტროფამ რუსეთის სამგზის ჩემპიონი გუნდი მთლიანად იმსხვერპლა. ისინი სეზონის პირველი თამაშის გასამართად ბელორუსში მიფრინავდნენ, რა დროსაც მათი თვითმფრინავი მიწაზე ჩამოვარდა და დაიწვა. ავიაკატასტროფის შედეგად 36 ჰოკეისტი და სპორტის ჩინოვნიკი დაიღუპა, ასევე ეკიპაჟის 7 წევრიც. ერთი ჰოკეისტი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42