რეიტინგი აფასებს ეკონომიკურ ინსტიტუტებს, პოლიტიკას, ინფრასტრუქტურას და სერვისებს, რომელიც ხელს უწყობს საქონლის თავისუფალ მოძრაობას საზღვრებს მიღმა და დანიშნულების ადგილამდე. ასევე ქვეყნის საერთაშორისო ვაჭრობაში ინტეგრაციის დონეს და პოტენციალს.
რეიტინგი შედგება 7 კომპონენტისგან, რომელთაგანაც თითოეული, თავის მხრივ, ფასდება სხვადასხვა ინდიკატორებით.
საქართველოს პოზიცია 2016 წლის რეიტინგში გაუმჯობესდა შემდეგ კომპონენტებში:
უცხოურ ბაზრებზე ხელმისაწვდომობა - 30 ადგილით
აღნიშნული გაუმჯობესება დაკავშირებულია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებასთან (კერძოდ DCFTA -ის კომპონენტის). აღნიშნულ კომპონენტში საქართველოს პოზიციები კიდევ უფრო გაუმჯობესდება, როდესაც რეიტინგში აისახება საქართველო-ჩინეთს შორის წარმატებით დასრულებული მოლაპარაკების შედეგები.
სასაზღვრო ადმინისტრაციის ეფექტურობა და გამჭირვალობა - 2 ადგილით
აღნიშნულ კომპონენტში გაუმჯობესება დაკავშირებულია გაფორმების პროცედურების ეფექტიანობის ზრდასთან, ასევე ექსპორტისთვის საჭირო დროისა და დანახარჯის შემცირებასთან 2014 წელთან შედარებით.
სატრანსპორტო სერვისები და მათი ხარისხი - 3 ადგილით
აღნიშნული კომპონენტის გაუმჯობესება დაკავშირებულია გადაზიდვის ხელმისაწვდომობის ზრდასა და ტარიფის შემცირებასთან, ასევე საფოსტო მომსახურების ეფექტიანობის ზრდასთან.
საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და მათი ხარისხი - 5 ადგილით
გაუმჯობესდა ელექტრონული კომუნიკაციების მოცვის მაჩვენებელი (მობილური ტელეფონების მოსარგებლეთა რაოდენობა), ასევე გაიზარდა სახელმწიფო ელექტრონული სერვისების ხარისხი და რაოდენობა.
ოპერაციული გარემო - 17 ადგილით
აღნიშნული წინსვლა დაკავშირებულია საკუთრების უფლების დაცვის მიხედვით საქართველოს პოზიციის მნიშვნელოვანი გაუმჯობესებასთან (111 ადგილიდან 64-ე ადგილამდე), ასევე გაუმჯობესებულია სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანობა ( 25 დან 20-ე პოზიციამდე) და ფინანსურ რესურსებსა და სერვისებზე წვდომის მაჩვენებელი.
ანგარიშის მიხედვით, საქართველო იყო და არის ლიდერი ევრაზიის ქვეყნებში, როგორც 2014 წელს (მაშინ ბოლო ადგილზე იყო რუსეთი), ისე 2016 წელსაც (ბოლო ადგილზეა ყირგიზეთი).
მასალის გამოყენების პირობები






